სიახლეები
სკოლები

თბილისის N106 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა სპექტაკლი - „ფიროსმანი - ყველას გაგიმარჯოთ“ გამართეს
09-07-2019
-
+


ზურაბ იარაჯულის სახელობის თბილისის N106 საჯარო სკოლის მე-4-1 კლასის ხელმძღვანელმა, მარინა კუპატაძემ გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ჩაატარა.

მეოთხეკლასელებმა სპექტაკლი - „ფიროსმანი - ყველას გაგიმარჯოთ“ გამართეს. 

ღონისძიების მიზანი იყო - ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების გაცნობა.

„პატარა მსახიობებმა“ მაყურებელს მოუთხრეს ნიკალას ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. მათ არაჩვეულებრივად გაითავისეს როლი და გარკვეული დროის განმავლობაში მაყურებელი ნიკალას ეპოქაში აცხოვრეს... ნიკალას ცხოვრებით ... მათ, თავიანთი სამსახიობო ნიჭით მაყურებელი აღაფრთოვანეს. 

„მადლობა ამ საოცარი წარმოდგენისთვის და დიდი შრომისათვის მათ დამრიგებელს მარინა კუპატაძეს, მის მოსწავლეებს და მშობლებს იმ დიდი სიამოვნებისთვის, რაც მათ მოგვანიჭეს, ბრავო, ბრავო და კიდევ ბრავო! “,-აღნიშნავს სკოლის დირექციის წარმომადგენელი. 

„საოცარი სანახაობა გვაჩუქეს ამ პატარა მსახიობებმა. უწყვეტი სიამაყის გრძნობა მქონდა მთელი სპექტაკლის მანძილზე. ოჰ, როგორი მაგარი თაობა მოდის, თაობა, რაც გვაძლევს იმის საფუძველს ვთქვათ, რომ აწმყო გვწყალობს და მომავალიც ჩვენია! მადლობა ჩემს უფროს კოლეგას, ჩემს მეგობარს მარინა კუპატაძეს, რომელიც მეხმარება ყოველდღიურად იმაში, რომ კიდევ ერთხელ უფრო მიყვარდეს ჩემი პროფესია... ამ ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ყველაზე მაგარ საქმეს ვემსახურებით“, - აფასებს ღონისძიებას სკოლის მასწავლებელი ინა მეცხვარიშვილი.

„მადლობა და კიდევ მადლობა ამ ლამაზი დღისათვის... თქვენთვის ჩარჩოები არ არსებობს... მადლობა მასწავლებელს და მოსწავლეებს“, - აღნიშნავს მოსწავლე თამარ ჩილინგარაშვილის მშობელი ხათუნა რუსიშვილი.

„სუპერ სპექტაკლი, საოცრად პროფესიულად ასრულებდნენ როლებს, მადლობა თქვენ ყველაფრისათვის. წარმატებებსა და წინსვლას გისურვებთ მომავალში!“,- ამბობს მოსწავლე ლუკა სხულუხიას მშობელი ია ჯაფარაშვილი.

ღონისძიების ბოლოს კლასის ხელმძღვანელმა მოსწავლეებს გზა დაულოცა, აცრემლებული თვალები დაუკოცნა და გულში ჩაიხუტა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
რის მიხედვით შეფასდებიან აბიტურიენტები თითოეულ საგამოცდო საგანში - იხილეთ კრიტერიუმები დეტალურად 
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
II კლასის მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ სხვადასხვა სახის შედეგზე ორიენტირებულ აქტივობაში
მათ მოილოცეს წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი, ასევე მოაწყვეს პიკნიკი და განიხილეს კლასის „მკითხველთა კლუბის“ წასაკითხი წიგნი
 
მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს, შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება