სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

წინასაგამოცდო რჩევები პედაგოგებს - იმისთვის რომ გამოცდაზე თავი უფრო თავდაჯერებულად იგრძნოთ
09-07-2019
-
+


მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები უკვე მოახლოვდა, რაც ნიშნავს რომ გამოგადგებათ ყველაფერი, რაც გამოცდის უკეთესად ჩაბარების შანსებს გაზრდის. სპეციალურად პედაგოგებს გთავაზობთ რეკომენდაციებს და მოგითხრობთ როგორ იგრძნოთ გამოცდაზე თავი უფრო თავდაჯერებულად.

გაითვალისწინეთ კოლეგების გამოცდილება გამოცდაზე დროის სწორი გადანაწილება, გასული წლების ტესტების აქტიური კეთება და წინასაგამოცდო ტრენინგებში მონაწილეობა - ეს ის ძირითადი რჩევებია, რომლებსაც გამოცდილი პედაგოგები გამოცდაზე გასვლის მსურველებს უზიარებენ.

კარგად გამოიძინეთ

რა თქმა უნდა, დიდია ცდუნება ჩაუჯდეთ საგამოცდო ტესტებს მთელი ღამით, მაგრამ მეცნიერები კარგად გამოძინებას გვირჩევენ. სწორედ ძილის დროს ხდება დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის განმტკიცება. ამიტომ ადრე დაძინება უკეთესია. ამასთან, გათენებული ღამის გვერდითი ეფექტი დაგვიანებული რეაქციის სახით ვლინდება. 

არ დაგავიწყდეთ საუზმე - ის თქვენს ორგანიზმს დამატებით ძალებს შესძენს

ბოსტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მეცნიერები გამოცდის წინ კვერცხის ჭამას გვირჩევენ. საქმე ის არის, რომ კვერცხი მდიდარია ქოლინით - B ჯგუფის ვიტამინით. ქოლონი კი მეხსირებას აუმჯობესებს და ტვინის დაბერებას აფერხებს.

აშშ-ის კვებისა და დიეტოლოგიის აკადემიის რჩევაა მიირთვათ შვრიის ფაფა. იგი ნელ ნახშირწყლებს და სასარგებლო მიკროელემენტებს შეიცავს, ისინი აძლევენ ტვინს ენერგიას, რომელიც გამოცდის ბოლომდე გაგყვებათ

ამასთან, თუ გონებრივი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას აპირებთ, ომეგა -3-ის ცხიმოვანი მჟავები არ დაგავიწყდეთ. British Journal of Nutrition-ში გამოქვეყნებული კვლევა ადასტურებს, რომ ის ადამიანები რომლებიც ომეგა -3-ით მდიდარ საკვებს მიირთმევენ აზროვნების უფრო შთამბეჭდავ უნარს ავლენენ. ამიტომ, გამოცდის წინ თევზის ქონის რამდენიმე კაფსულამ აუცილებლად უნდა დაამშვენოს თქვენი კერძი.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ინგრედიენტს წყალი დააყოლეთ. ის ადამიანები, რომლებიც გამოცდამდე წყალს სვამენ, მას 10% უკეთ აბარებენ, ვიდრე მათი გაუწყლოებული მეგობრები. 

დესერტად კი უკეთესია შოკოლადი დააყოლოთ. მეცნიერები სამხრეთი ავსტრალიიდან აცხადებენ, რომ ის ვინც შოკოლადს კვირაში ერთხელ მაინც ჭამს უკეთესად ასრულებს სხვადასხვა კოგნიტურ ამოცანებს, ვიდრე ის ვინც შოკოლადზე უარს ამბობს.

თავი აარიდეთ სტრესულ სიტუაციებს და ნეგატივს

გამოცდის დღეს მღელვარებასთან გამკლავება თითქმის შეუძლებელია, მით უმეტეს თუ ეს გამოცდა თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ მიუხედავად ამისა, შესაძლებელია სტრესის ხარისხის შემცირება, რაც წარმატებას მოგიტანთ. არ ღირს ამ დღეს დამამშვიდებელი პრეპარატების მიღება, რადგან მათ შეუძლიათ ძილიანობის გამოწვევა და ყურადღების გაფანტვა. ამის ნაცვლად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კარგად ისაუზმეთ. გამოცდის წინა დღეს არ გადაიტვირთოთ, არ იმუშაოთ 8 საათზე მეტი. 

ფიზიკური აქტივობა ყურადღების მოკრებაში დაგეხმარებათ

გამოცდამდე ფიზიკური აქტივობა (მაგალითად, სირბილი, ფეხით გავლა და ა.შ)  ყურადღების კონცენტირებაში დაგეხმარებათ. სასარგებლოა ასევე კონტრასტული შხაპი.

იგრძენით თავი კომფორტულად

გამოცდაზე წასვლა რეკომენდირებულია ჩვეულ ტანსაცმელში, რომელიც ქვეცნობიერის დონეზე თქვენს კომფორტს და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.


კომენტარები


სკოლები
მეცხრეკლასელებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს
სკოლის აღსაზრდელებმა ლამაზი ღონისძიება გამართეს და პედაგოგს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს
სიახლეები
ცენტრის ცნობით, ტესტების პასუხები და შეფასების სქემები შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება
რაც შეეხება საკითხებს, მათი თქმით, თითქმის ყველა კითხვა საპროგრამო ჰაგიოგრაფიული ტექსტიდან იყო
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27, ხოლო აღმოსავლეთ საქრთველოს ბარში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი
ტესტების პასუხები და შეფასების სქემები გამოქვეყნდება შედეგებთან ერთად
საინტერესო
ამის გასარკვევად ფოტოგრაფმა ჰანა ვაიტეიკერმა მსოფლიოში იმოგზაურა, რათა ჩვენთვის ეჩვენებინა თუ როგორ საუზმობენ ბავშვები პლანეტის სხვადასხვა ნაწილში
ვის თუ არა მამას, ასეთ ძლიერსა და ყოვლისშემძლეს, შეუძლია იყოს სამაგალითო და ბავშვი სასარგებლო ჩვევებს და ცხოვრების ჯანსაღ წესს მიაჩვიოს?
მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რაც უფრო მეტი წიგნი იქნება 16 წლის მოზარდის გარშემო, მით უფრო მაღალი იქნება მისი წიგნიერების დონე
როგორ გავაგრილოთ ბავშვები უსაფრთხოდ? ამ კითხვაზე „ეტალონს“ ექიმმა-პედიატრმა ქეთევან გოგბერაშვილმა უპასუხა
პიროვნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს
ეტალონი
განათლებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის
„არემჯი“ ორი წელია „ეტალონის“ მხარდამჭერი და ინტელექტ-ჩემპიონატის მეგობარი კომპანიაა
2018-2019 სასწავლო წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალური ღონისძიება საზეიმოდ დასრულდა
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობდა
მონაწილეები  მოსალოდნელ გამარჯვებებზე და შეგრძნებებზე გვესაუბრნენ.
საზოგადოება