სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„უცნაურად ვგრძნობ თავს... მუცელში რომ პეპლები დაფრინავენ ისე“- „ეტალონის“ ფინალისტების შთაბეჭდილებები
08-07-2019
-
+


2018-2019 სასწავლო წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალურ ღონისძიებას მღელვარება და სამახსოვრო წუთები არ აკლდა. მთელი საქართველოს მასშტაბით შერჩეულმა 78-მა „ეტალონელმა“ მოსწავლემ საკუთარი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა. წინა წლების გამარჯვებულებთან ერთად მათი განცდები „ეტალონის“ არქივში უკვე ინახება.

29 ივნისს განათლების სამინისტროში მოსულმა ფინალისტებმა მოსალოდნელ გამარჯვებებზე და შეგრძნებებზე დაგვიტოვეს ჩანაწერები:

სალომე ანდღულაძე:

„როდესაც გავიგე რომ გავხდი ჩემი მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე, ვიყავი უსაზღვროდ ბედნიერი. პროექტმა მომცა მეტი თავდაჯერებულობა და გავიგე ბევრი რამ.“

მარიკა ზვიადაური:

„ეტალონმა“ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. შემმატა თავდაჯერებულობა და გამარჯვების რწმენა, რომელიც ყოველთვის მაკლდა. ამიმაღლა თვითშეფასება, თუმცა დღეს მაინც ძალიან ვნერვიულობ.“

ანა კახნიაშვილი:

„რაიონულში რომ გავიმარჯვე ძალიან ბედნიერი ვიყავი. ახლა თავს ძალიან უცნაურად ვგრძნობ... აი, მუცელში რომ პეპლები დაფრინავენ ისე...“:

გოჰარ ხურშუტიანი:

„ძალიან მიხარია რომ არსებობს ასეთი კარგი პროექტი და მასში მონაწილეობას ვიღებ.“

რაუფ რამაზანოვი:

„მოხარული ვარ, რომ „ეტალონის“ მონაწილე ვარ. დაგვიბრუნეთ „ეტალონი“ ტელეეთერში.“

თამთა კეკელიძე:

„ეტალონმა“ დამიტოვა საოცარი მოგონებები. სასიხარულოა, რომ არსებობს ასეთი პროექტი, ეს ჩვენ გვაძლევს შანსს, ვიყოთ უკეთესები.“

ანა გეგიძე:

„ეტალონი“ მართლაც საოცარი პროექტია. ის შანსს გვაძლევს გავხდეთ უკეთესები.“

მარიამ ვარდოსანიძე:

„ეტალონი“ მართლაც კარგი პროექტია, მაგრამ მასში მონაწილეობის მისაღებად და გამარჯვებისთვის იმდენი ვინერვიულე, შემომერია ჭაღარა. გისურვებთ ტელეეთერში დაბრუნებას.“

მედეა სიფროშვილი:

„ეტალონი“ არის პროექტი, რომელმაც საკუთარი თავის რწმენა და გამოცდილება შემძინა.“

ქრისტინა ჩიტიძე;

„ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ის აძლევს შანსს მოსწავლეებს გამოავლინონ საკუთარი ცოდნა. მადლობა მთელს შემოქმდებით გუნდს.“

ნატა ძაგნიძე:

„ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია. იგი მე და ჩემს თანატოლებს გვაძლევს საშუალებას რომ წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი, ცოდნა, სკოლა, რაიონი და სხვა...

დღეს ეტალონის ფინალია... ვღელავ, მაგრამ მაქვს იმედი რომ წარმატებას მივაღწევ და გავიმარჯვებ.“

ანა ავაქაშვილი:

„ჩემი აზრით, ეტალონი ყველაზე კარგი ინტელექტ- ჩემპიონატია და ბედნიერი ვარ რომ მქვია „ეტალონი“ მოსწავლე.“

გიორგი დვალიშვილი:

„მიხარია რომ ვარ „ეტალონი“ მოსწავლე. პროექტმა მომცა  გამბედაობა, გამოცდილება, რომელიც გამომადგება ცხოვრებაში. წარმატებებს ვუსურვებ ყველას.“

რუსუდან გელაძე:

„ბედნიერი ვარ, რომ მოვხვდი ასეთ პროექტში, რადგან „ეტალონი“ არის საუკეთესო საშუალება ბავშვთა განვითარებისთვის. მეც კი ბევრი რამ შემძინა... დიდი მადლობა ეტალონს.“

შეგახსენებთ, რომ 2018-2019 წლის სასწავლო წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალური ღონისძიება 29 ივნისს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა, სადაც „საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ სტატუსის მისაღებად სხვადასხვა რეგიონიდან გამოვლენილი 78 „ეტალონელი“ მონაწილეობდა.

„საქართველოს ეტალონი მოსწავლე“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წმინდა ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიის X კლასის მოსწავლე საბა ებანოიძე გახდა. მან  56 წამში 90 ქულა დააგროვა.

პირველ ადგილზე გასული მონაწილე განათლების სამინისტროსგან 1000 ლარიანი კომპიუტერული ტექნიკის ვაუჩერით დასაჩუქრდა, კომპანია „არემჯიმ“ კი გამარჯვებულს 2500 ლარი გადასცა.

გამარჯვებულები დააჯილდოვეს ასევე სხვადასხვა კომპანიებმა - მეორე ადგილზე გასული მონაწილე დააჯილდოვა „ახალმა ნათებამ“ და გადასცა 1000 ლარი, მესამეადგილოსანს  „კულამ“ 1000 ლარი გადასცა.

კომპანია „არემჯი გოლდმა“ 500 ლარით დაასაჩუქრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მონაწილე ანა სიხაშიშვილი - თბილისის N202 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე და „კასპის ეტალონ მოსწავლეს“, რომელმაც არაჩვეულებრივად წაიკითხა ლექსი ასევე 500 ლარი გადასცა.


კომენტარები


სკოლები
მეცხრეკლასელებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს
სკოლის აღსაზრდელებმა ლამაზი ღონისძიება გამართეს და პედაგოგს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს
სიახლეები
ცენტრის ცნობით, ტესტების პასუხები და შეფასების სქემები შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება
რაც შეეხება საკითხებს, მათი თქმით, თითქმის ყველა კითხვა საპროგრამო ჰაგიოგრაფიული ტექსტიდან იყო
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27, ხოლო აღმოსავლეთ საქრთველოს ბარში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი
ტესტების პასუხები და შეფასების სქემები გამოქვეყნდება შედეგებთან ერთად
საინტერესო
ამის გასარკვევად ფოტოგრაფმა ჰანა ვაიტეიკერმა მსოფლიოში იმოგზაურა, რათა ჩვენთვის ეჩვენებინა თუ როგორ საუზმობენ ბავშვები პლანეტის სხვადასხვა ნაწილში
ვის თუ არა მამას, ასეთ ძლიერსა და ყოვლისშემძლეს, შეუძლია იყოს სამაგალითო და ბავშვი სასარგებლო ჩვევებს და ცხოვრების ჯანსაღ წესს მიაჩვიოს?
მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რაც უფრო მეტი წიგნი იქნება 16 წლის მოზარდის გარშემო, მით უფრო მაღალი იქნება მისი წიგნიერების დონე
როგორ გავაგრილოთ ბავშვები უსაფრთხოდ? ამ კითხვაზე „ეტალონს“ ექიმმა-პედიატრმა ქეთევან გოგბერაშვილმა უპასუხა
პიროვნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს
ეტალონი
განათლებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის
„არემჯი“ ორი წელია „ეტალონის“ მხარდამჭერი და ინტელექტ-ჩემპიონატის მეგობარი კომპანიაა
2018-2019 სასწავლო წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალური ღონისძიება საზეიმოდ დასრულდა
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობდა
მონაწილეები  მოსალოდნელ გამარჯვებებზე და შეგრძნებებზე გვესაუბრნენ.
საზოგადოება