სიახლეები
სიახლეები

საგანგებო გაფრთხილება მერწყულებსა და ლომებს, რა ხდება 2-17 ივლისამდე - მიხეილ ცაგარელის პროგნოზი
08-07-2019
-
+


„ჩვენ ახლა გავდივართ დაბნელებების დერეფანს, 17-ში მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობა გველოდება. იმატებს ტყუილების ალბათობა, ნუ ენდობით უცნობების დაპირებებს. პიკი არის 2-17 ივლისამდე და 20-ის შემდეგ დაიწყებს დალაგებას სამყარო. ამ პერიოდში ვინც დასასჯელია, ის დაისჯება, მაგრამ ზოგიერთი მიიღებს კოსმიურ საჩუქრებს.“ - აცხადებს მიხეილ ცაგარელი.

„ვინც დაიბადა მესამე დეკადაში, თხის რქა და კირჩხიბი, ასევე ვერძი და სასწორი, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ავარიულ ასპექტში. მეორე დეკადის, ტყუპები მშვილდოსნები და თევზები - გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია, თქვენი მოტყუების შანსი მოიმატებს.“

ვერძებო, თქვენი ენერგოტონუისი და იმუნიტეტი დაბალია, არ გაცივდეთ, არ გადაიღალოთ. ნერვებს მოგიშლით საყოფაცხოვრებო პრობლემები, რაც დამატებით ფინანსურ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.

კუროს ტონუსი მაღალი აქვს, აქტიურია, ენერგიულია, მაგრამ აქვს ემოციური არასტაბილურობა და ნუ გაარჩევთ საქმეებს სახლში და სამსახურში. ემოციებს გაუფრთხილდით.

ტყუპებს ყველაზე მეტად გაქვთ ღალატის ალბათობა. მიაქციეთ რა ხდება თქვენს ზურგს უკან. თქვენ ხართ ნიშანი, რომელსაც ილუზიები მხოლოდ საწინააღმდეგო შედეგს მოგიტანთ. ამიტომ ფრთხილად.

კირჩხიბებო, ენერგოტონუსი მაღალი გაქვთ, აქტიურები ხართ და ენერგიულები, მაგრამ რადგან თქვენს ირგვლივ ნევროზიანი ადამიანების რიცხვი მატულობს, ეს იქნება თქვენთვის კოსმიური გამოცდა. გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია.

ლომებს ყველაზე რთული პერიოდი აქვთ. გაფრთხილდით, შვიდჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით. ემოციური გაუწონასწორობა, კონფლიქტურობა, სულსწრაფობა, ეგოიზმი განსაკუთრებულად გაღვივდება. ასევე გაქვთ ჭორების ალბათობა.

ქალწულებს დიდი სიფრთხილე მოგზაურობისას, სერიოზული კონფლიქტები გელოდებათ თქვენი პირდაპირობის გამო. სანამ რაიმეს იტყვით კარგად დაფიქრდით, რადგან ეს კონფლიქტის საბაბად არ იქცეს.

სასწორებმა მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ. ნუ გათქვამთ საიდუმლო ინფორმაციას, განსაკუთრებულად თანამშრომლებთან. აკონტროლეთ თქვენში სულსწრაფობა და ფულის უყაირათო ხარჯვისადმი მიდრეკილება.

მორიელებს მეტი ტაქტი გმართებთ. ინტუიცია მზარდი გაქვთ, მაგრამ შეცდომების ალბათობა დიდი. თუ რაიმე მნიშვნელოვან პროექტში ხართ ჩართული, გვერდით მხოლოდ პროფესიონალი ადამიანები დაიყენეთ და სიფრთხილე ახლობლებთან ურთიერთობისას.

მშვილდოსნებს ფინანსური პრობლემების ტენდეცია კიდევ გაქვთ. ნუ გადაიღლებით, კარგი იქნება ურთიერთობა ბუნებასთან და ხელოვნებასთან. მოუსმინეთ მუსიკას და სარისკო მოქმედებები წარუმატებლობის მთავარი ფაქტორია.

თხის რქას კარგი პერიოდი ეწყება, მაგრამ კონკურენცია ძლიერდება და ასევე ფრთხილად საჭესთან. დაანებეთ თავი ადამიანებით მანიპულირებას. შეიძლება ეს სამსახურის დაკარგვადაც კი დაგიჯდეთ.

მერწყულებს რთული პერიოდი გაქვტ. ცუდად და უბედურად იგრძნობთ თავს. ფინანსური პრობლემები და ოჯახური არეულობა ძალიან გაწუხებთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმიანობით.

თევზების ენერგოტონუსი უმჯობესდება, მაგრამ გახსოვდეთ საერთო ნეგატიური კოსმიური ფონი. ნუ მიაკერებთ ადამიანებს იმ თვისებებს რაც არა აქვს. ყველაფერს ნუ დაუჯერებთ და სხვისი პრობლემების გამო ცრემლებამდე ნუ მიგყავთ საკუთარი თავი.


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
დირექტორობის 210 კანდიდატი გასაუბრებაზე დღეს გავა - კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო
მასწავლებლებისთვის დამხმარე სახელმძღვანელოს ახალი ვარიანტი შეიქმნა
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
აღსანიშნავია, რომ სასკოლო გარემოც საზეიმოდ იყო მორთული, დეკორაციის ავტორი კი ია ლომიძე გახლდათ
გამოცდა განსაზღვრავს მოსწავლის უნარებსა და ცოდნას ინგლისურ ენასა და მათემატიკაში

 
მოსწავლეებმა შესაძლებლობები და ცოდნა გამოავლინეს, გიმნაზიის გუნდმა - „რკინის ჯვარმა“ კი ღირსეული გამარჯვება მოიპოვა
თემატური ნამუშევრები შექმნეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება