სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა იწვევს ბავშვებში ოფლიანობას - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს
05-07-2019
-
+


ქართველი მშობლებისთვის გამორჩეულად საყვარელი პედიატრი, რომელსაც ქართველ კომაროვსკისაც ეძახიან, მშობლებისთვის საინტერესო და საყურადღებო ინფორმაციას აქვეყნებს:

„ჩემო ძვირფასო დედიკოებო,თქვენ ხშირად გაღელვებთ თქვენი პატარას ოფლიანობის (ჰიპერჰიდროზი) საკითხი...

მინდა იცოდეთ, რომ საოფლე ჯირკვლების უმრავლესობა დაბადებიდანვე უკვე სრულყოფილია, მაგრამ მათი ფუნქცია 3-4 თვემდე არ ვლინდება, რაც ძირითადად საოფლე ჯირკვლების გამომტანი სადინარების განუვითარებულობითაა განპირობებული, ამ სადინარების განვითარება 3-4 თვის ასაკიდან იწყება და 7 წლის ასაკისთვის უკვე სრულად ჩამოყალიბებულია.

პირველად 3-5 თვის ასაკში ეს სადინარები თავის და შუბლის არეში ყალიბდება, ამიტომ ამ ასკში ეწყებათ ხოლმე თავის გაოფლიანება...

მე მინდა ის ძირითადი მიზეზები ჩამოგიყალიბოთ, რამაც ბავშვის ოფლიანობის გაძლიერება შეიძლება გამოიწვიოს: არაადექვატური, სეზონისთვის შეუფერებელი ჩაცმულობა (მას ისევე უნდა ეცვას სეზონზე 3 თვიდან, როგორც თქვენ იცვამთ, ანუ იგივენაირად აღიქვამს ტემპერატურას), არ ჭირდება შალის წინდები და ქუდი, საწოლის თეთრეული უნდა იყოს ბუნებრივი, ბამბა, ან სხვა ნატურალური მასალა, ტემპერატურული რეჟიმი ოთახში, არ აღემატებოდეს 20 გრადუსს.

ყურადღება მიაქციეთ სითხის მიღების ოდენობას, აძლევთ თუ არა 2 წლამდე ასაკამდე ბავშვს D ვიტამინს, რომელიც ექიმმა დაგინიშნათ, როგორია ამ მხრივ თქვენი გენეტიკური პასპორტი, ემოციური ან იქნებ ჰიპერაქტიურია თქვენი შვილი (ცელქი, ვერ ჩერდება ერთ ადგილზე,რთულად ახდენს ყურადღების კონცენტრირებას, უჭირს დამახსოვრება, ძალიან ბევრ კთხვას სვამს დღის განმავლობაში, კაპრიზობს, უმიზეზოდ ტირის, ემოციური, მბორგავი ძილი აქვს) ჰიპერჰიდროზი ახასიათებს ტემპერატურის მატებასაც და ჰიპოთერმიასაც (დაბალ ტემპერატურას) ჭამის დროს განსაკუთრებულ ემოციას გამოხატავენ ბავშვები (განსაკუთრებით ძუძუთი კვებისას) და სულ სველდებიან, ასევე თამაშის,განსაკუთრებით კომპიუტერთან ურთიერთობის დროს...

ეს ყველაფერი ბუნებრივია, განსაკუთრებით ზაფხულში,მაგრამ,თუ შეამჩნიეთ ზოგადი სისუსტე,აღენიშნა თავის ტკივილი,ღებინების შეგრძნება, ხშირი შარდვა ან პირიქით, დამახასიათებელი ოფლის სუნი (მჟავე ან სპეციფიური) ძილიანობა, გამონაყარი კანზე ან ოფლიანობასთან თანდართული სხვა საყურადღებო ნიშანი, გაესაუბრეთ თქვენ ექიმს, შეიძლება გამოკვლევები იყოს საჭირო,რასაც თქვენი ოჯახის ექიმი განგიმარტავთ“ - წერს პედიატრი.


კომენტარები


სკოლები
მეცხრეკლასელებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს
სკოლის აღსაზრდელებმა ლამაზი ღონისძიება გამართეს და პედაგოგს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს
სიახლეები
ცენტრის ცნობით, ტესტების პასუხები და შეფასების სქემები შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება
რაც შეეხება საკითხებს, მათი თქმით, თითქმის ყველა კითხვა საპროგრამო ჰაგიოგრაფიული ტექსტიდან იყო
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27, ხოლო აღმოსავლეთ საქრთველოს ბარში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი
ტესტების პასუხები და შეფასების სქემები გამოქვეყნდება შედეგებთან ერთად
საინტერესო
ამის გასარკვევად ფოტოგრაფმა ჰანა ვაიტეიკერმა მსოფლიოში იმოგზაურა, რათა ჩვენთვის ეჩვენებინა თუ როგორ საუზმობენ ბავშვები პლანეტის სხვადასხვა ნაწილში
ვის თუ არა მამას, ასეთ ძლიერსა და ყოვლისშემძლეს, შეუძლია იყოს სამაგალითო და ბავშვი სასარგებლო ჩვევებს და ცხოვრების ჯანსაღ წესს მიაჩვიოს?
მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რაც უფრო მეტი წიგნი იქნება 16 წლის მოზარდის გარშემო, მით უფრო მაღალი იქნება მისი წიგნიერების დონე
როგორ გავაგრილოთ ბავშვები უსაფრთხოდ? ამ კითხვაზე „ეტალონს“ ექიმმა-პედიატრმა ქეთევან გოგბერაშვილმა უპასუხა
პიროვნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს
ეტალონი
განათლებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის
„არემჯი“ ორი წელია „ეტალონის“ მხარდამჭერი და ინტელექტ-ჩემპიონატის მეგობარი კომპანიაა
2018-2019 სასწავლო წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალური ღონისძიება საზეიმოდ დასრულდა
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობდა
მონაწილეები  მოსალოდნელ გამარჯვებებზე და შეგრძნებებზე გვესაუბრნენ.
საზოგადოება