სიახლეები
სიახლეები

საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად მასწავლებელთა შერჩევა იწყება
05-07-2019
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროგრამის eTwinning Plus -ის ფარგლებში იწყებს მასწავლებელთა შერჩევას საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ e-Twining-ის პროგრამაში დარეგისტრირებულ მასწავლებლებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას (არიან ინგლისური ენის მასწავლებლები ან ენის ცოდნას დაადასტურებენ გასაუბრების დროს). შერჩეული მასწავლებელები გამოცდილების გაზიარებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის მიზნით 2019-2020 წლის მანძილზე გაემგზავრებიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებზე დასასწრებად.

„კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა გამოგვიგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია:

  • თქვენი ავტობიოგრაფია (CV)
  • პროექტის რეფლექსია

თავად აირჩიეთ ერთი -ერთი პროექტი რომელშიც ჩართული ხართ etwinning-ის პორტალზე და რომელიც აქტიური იყო 2018-2019 წელს. მიუთითეთ თვინსფეისის ლინკები განხორციელებული აქტივობების დამადასტურებლად. პროექტის რეფლექსია უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს. ( იხილეთ დანართი N1).

საბუთები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე etwinningplus@tpdc.ge, არაუგვიანეს 10 ივლისისა. დაგვიანებით ან არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: წარმოდგენილი საბუთების განხილვა და გასაუბრება. შერჩეული კანდიდატები გასაუბრებას გაივლიან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

ყველა დადებითი და უარყოფითი პასუხი კანდიდატებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

p.s. კონკურსში მონაწილეობა არ შეუძლიათ მასწავლებლებს, რომლებიც ბოლო 3 წლის მანძილზე etwinning-ის ფარგლებში მივლინებულ იყვნენ საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად“,-ნათქვამია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
სიახლეები
რომელ საგანმანათლებლო რესურსცენტრში რამდენი განაცხადი შევიდა უფროსის პოზიციის დასაკავებლად - ზოგიერთ რესურსცენტრში უფროსობის სურვილი 55-მა კადრმა გამოთქვა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ახალი წესი - პრემიერის დადგენილება ძალაშია
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
პროფესიული განათლების მიმართულებით 2024 წლის პირველი თანამშრომლობითი ვიზიტის მასპინძელი დაწესებულების გამოვლენა დაიწყო 
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები

მოსწავლეებმა ამ დღის შესახებ ისაუბრეს, ნამუშევრები დაამზადეს, ცოდნა გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ამჯერად, გაიმართა შიდა სასკოლო ჩემპიონატის - „ტვინების ბრძოლა“, გაზაფხულის სეზონი, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ
ღონისძიება პედაგოგების - მარინე ირიციანისა და გაიანე ვარდაპეტიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა
საინტერესო
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
სიახლეები
საზოგადოება