ფოკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თეატრალური ეტიუდი წარმოადგინეს
05-07-2019
დაკოპირებულია
-
+
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ფოკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლის სახლში თეატრალური დადგმა - „ერთი დღე წყაროსთან“ წარმოადგინეს.
ღონისძიება „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი ამავე პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებელი, კლარა ფოცხვერაშვილია. თეატრალური დადგმის ყველა მონაწილეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემ სიგელები გადასცა.