სიახლეები
სკოლები

თბილისის N174 საჯარო სკოლაში სასკოლო კონფერენცია  - „მეცნიერები ცვლიან ისტორიას“ ჩატარდა
05-07-2019
-
+


თბილისის N174 საჯარო სკოლაში, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელობით, სასკოლო კონფერენცია  - „მეცნიერები ცვლიან ისტორიას“ ჩატარდა.

კონფერენციაში VIII-IX-X კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა საგნობრივ კათედრებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.

„მოსწავლეებმა სხვადასხვა საგნობრივ კათედრაზე მოღვაწე მასწავლებლებთან ერთად შეარჩიეს თემები, მოიძიეს და დაამუშავეს შესაბამისი ლიტერატურა, მოამზადეს საპრეზენტაციო მასალები.სასკოლო კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ნამუშევრები გამოჩენილი ფიზიკოსების, ქიმიკოსების, ბიოლოგების, არქეოლოგების, მათემატიკოსების და სხვათა მოღვაწეობის შესახებ, რომლებმაც თავიანთი აღმოჩენებისა და გამოგონებების წყალობით შეძლეს და შეცვალეს ისტორია.

წარმოდგენილი იქნა, ძალიან საინტერესო პრეზენტაციები ტესლას, ისააკ ნიუტონის, ედვარდ ჯენერის, რენტგენის, რობერტ ჰუკის, ალექსანდრე ბელის, ჰაინრიხ შლიმანის და სხვა მრავალი ცნობილი მეცნიერის შესახებ. მოსწავლეებმა, კონფერენციის დასასრულს გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, შეაფასეს მეცნიერთა მოღვაწეობა, გამოიტანეს დასკვნები, თუ როგორ ემსახურება სხვადსხვა მეცნიერება, ფიზიკა, ქიმია, ბილოგია, ისტორია, მათემატიკა ერთად, საზოგადოების წინსვლასა და განვითარებას. დამსწრე პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ სწორედ ასეთივე მიზანს ემსახურება მათი თანამშრომლობა, ხელი შეუწყონ მომავალი თაობების მრავალმხრივი ცოდნითა და უნარებით აღჭურვას, წინსვლასა და განვითარებას“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
უფასო ტრანსპორტირება, სტანდარტის დაცვა... კიდევ რა ევალებათ ბაღებს ახალი დოკუმენტის თანახმად
150-300-ლარიანი დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის - რა შემთხვევაში გაიცემა თითო არასრულწლოვანზე 20-ლარიანი სუბსიდია
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ამ დღესთან დაკავშირებით, VIII კლასელებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „სათბურის ეფექტი და გლობალური დათბობა“
დღე ძალიან ლამაზი და დაუვიწყარი დღე იყო პატარებისთვის, საინტერესო და სახალისო აქტივობებით დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე საუკეთესოდ აისახა
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება