მარადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით სკოლის ეზო მოხატეს
05-07-2019
დაკოპირებულია
-
+
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, მარადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს.
სკოლის აღსაზრდელებმა ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით სკოლის ეზო მოხატეს.
ბავშვთა დაცვის დღე ყოველწლიურად 1-ელ ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. ეს დღე 1949 წელს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დაარსა. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.