სიახლეები
სიახლეები

VII კლასის რუსული ენის სახელმძღვანელოების​ გრიფირებამდე განათლების სამინისტრო აქტივობების რესურსებს შექმნის
03-07-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის განცხადებით, უწყება აქტივობების რესურსებს შექმნის, რათა მასწავლებლებს შეფერხება არ შეექმნათ, სანამ VII კლასის რუსულის გრიფირებული სახელმძღვანელოები არ იქნება.

„შარშანაც მოხდა და სამწუხაროდ წელსაც, რუსული ენის სახელმძღვანელო აღმოჩნდა და სპორტი, რომელმაც გრიფირება ვერ გაიარა. გვეძლევა შესაძლებლობა, რომ სახელმძღვანელოს რესურსი შევქმნათ თავად ან გავიმეოროთ გრიფირება. სანამ ეს პროცესი დასრულდება, სამინისტრო აუცილებლად შექმნის აქტივობების რესურსებს და კრებულებს იმისათვის, რომ მასწავლებლებს სასწავლო წლის დასაწყისში, სანამ გრიფირებული სახელმძღვანელოები არ იქნება, შეფერხება არ შეექმნათ“, - განაცხადა აბულაძემ.

მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ავტორებს დეტალურად აქვთ მიწოდებული ინფორმაცია ყველანაირ ხარვეზთან დაკავშირებით და წელს იყო აბსოლუტურად გამართული ელექტრონული პორტალი, სადაც ავტორებსა და გამომცემლებს ჰქონდათ პირდაპირი წვდომა რეცენზენტების მიერ გაკეთებულ შეფასებებზე, მათ ჰქონდათ მიცემული ვადა გამოსწორებისთვის, ამას გარდა, მუშაობდა სააპელაციო კომისიაც.

„ასე წარმომიდგენია, იქ ვერ იქნება ერთი დარღვევა, იქ იქნება მრავლობითი, როგორც შინაარსობრივი, ასევე ტექნიკური ხასიათის ხარვეზები. კონკრეტულ ხარვეზებთან დაკავშირებით აქცენტს ვერ გავაკეთებ, თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ ავტორთა ჯგუფმა ვერ შეძლო ამ ყველა შესაძლებლობის გამოყენება, რათა გამოესწორებინა ხარვეზები. ჩვენ სასწავლო წლის დასაწყისისთვის გვაქვს ბერკეტები, რომ მასწავლებლებს მივაწოდოთ შესაბამისი რესურსები, ასევე, გვაქვს ძველი სახელმძღვანელო, რომლის ანალიზი მოხდება ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, შესაძლებელია, მისი ნაწილობრივი გამოყენება მოხდეს, სანამ ახალი გრიფირებული სახელმძღვანელო დაიბეჭდება. ასე რომ, ეს არის შემდგომი პროცესი, რაც ამ ერთ სახელმძღვანელოს უკავშირდება და ამაზე ექსპერტები იმსჯელებენ“, - აღნიშნა აბულაძემ.

ასევე იხილეთ: VII კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდა

მე-7 კლასის რუსული ენის არც ერთ სახელმძღვანელოს არ მიენიჭა გრიფი - განათლების სამინისტროს განმარტება


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება