საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება-დაჯილდოება გაიმართა
საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის სპორტულ მოედანზე 2018-2019 სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება-დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიებაზე განვლილი სასწავლო წელი შეაჯამეს და წარჩინებული და სკოლის შიდა თუ გარე კონკურსებში წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.
ღონისძიებაზე ასევე წარმატებული პედაგოგები დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები