საბირქენდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვის უფლებათა კონვენციის შესახებ პრეზენტაციები გააკეთეს
03-07-2019
დაკოპირებულია
-
+
მარნეულის მუნიციპალიტეტის, საბირქენდის N1 საჯარო სკოლის მეათე და მერვე კლასის მოსწავლეებმა პირველ ივნისს ქართულის გაკვეთილზე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ისაუბრეს.
სკოლის აღსაზრდელებმა ბავშვის უფლებათა კონვენციის შესახებ პრეზენტაციები გააკეთეს და ბავშვთა უფლებებსა და მათ დაცვაზე საკუთარი აზრი და პოზიცია ჩამოაყალიბეს.
მოსწავლეებმა ასევე შექმნეს თემატური სურათები და პლაკატები.
მოსწავლეებმა, წარმატებით დაძლიეს სასკოლო რაუნდის ბარიერი და ეროვნული რაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, რომელიც 16 ივნისს, თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდება