დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ღონისძიებით შეაჯამეს
03-07-2019
დაკოპირებულია
-
+
დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ღონისძიებით შეაჯამეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში სასწავლო წელი ხალისიანად დასრულდა.
„შევაჯამეთ წელიწადი, მოსწავლეებმა წარმოადგინეს ცეკვები, სიმღერები ა.შ. უამრავი სიხარულით, სიყვარულით, სევდით დატვირთული იყო დღე, ბავშვები გამოეთხოვნენ პირველ უკეთილშობილეს დამრიგებელს დოდო მასწავლებელს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას