სიახლეები
ინტერვიუ

მანანა მაისურაძე: „მალე ყველა ბავშვს ფსიქოლოგი დასჭირდება“
02-07-2019
-
+


ინტელექტუალური ტელეშოუს, „ვის უნდა 20 ათასის“ ერთადერთმა გამარჯვებულმა, ფილოლოგმა, ქართული ენის მასწავლებელმა მანანა მაისურაძემ აბიტურიენტებს სოციალური ქსელით მოუწოდა, პროფესიად ბავშვთა ფსიქოლოგია აირჩიონ, რადგან მისი აზრით, სწორედ ესაა მომავლის პროფესია.

– მშობლებს ვერ წარმოუდგენიათ, როგორი საშიშროების წინაშე დგანან. ბავშვებს, ფაქტობრივად, სწირავენ. მშობლები არ თმობენ თავიანთ კომფორტს. ურჩევნიათ, ბავშვი კომპიუტერს მიუგდონ და წყნარად იყოს. ვერ საზღვრავენ, რომ ასე გაზრდილ ბავშვებს მომავალში აუცილებლად  დასჭირდებათ ფსიქოლოგი. ის, რაც უნდა გაიაროს ბავშვმა 1 წლიდან 2 წლამდე, 2–დან 3 წლამდე და ა.შ. იმას ვერ გადის. პატარა ბავშვი რომ გიჭირავთ ხელში, ყველაფერს ხელით ეხება. ამ დროს იმეცნებს ის სამყაროს. 2 წლის ბავშვს რომ ხელში ტელეფონს მისცემ, სხვა ყველაფერს გამოტოვებს, აღარც ემოციები ექნება... სოციუმთან კონტაქტი უჭირთ და ეს აშკარად ჩანს, როცა ბავშვი საბავშვო ბაღში მიდის.

მშობლები ამას ცოტა გვიან ხვდებიან და ათასგვარი სადარდებელი ერთბაშად ატყდებათ თავს, დაარბენინებენ ბავშვს ფსიქოლოგებთან და ისეთ შედეგს მაინც ვერ იღებენ, როგორიც ბუნებრივი განვითარებისას. ამიტომაცაა ბავშვთა ფსიქოლოგობა მომავლის პროფესია. მძიმე სურათია, მაგრამ უამრავი პაციენტი გეყოლებათ და ფულიც გექნებათ. ხანგრძლივი მუშაობა მჭირდება ხოლმე ასეთ ბავშვებთან, რომ კონტაქტი შეძლონ. მასწავლებელმა უნდა ეცადოს, ნელ–ნელა შეუყვარდეს ბავშვს, კონტაქტში შევიდეს, სოციუმთან კონტაქტის დამყარებაში დაეხმაროს. სწორედ ეს მიდგომები აქვთ გამოტოვებული მშობლებს. ჩემთან ქართულის სასწავლებლად მოჰყავთ ბავშვები, მაგრამ თავიდან ვცდილობ გავიგო, რა ინტერესი აქვს და იმ ინტერესზე ველაპარაკები. ბავშვის ნდობა უნდა მოიპოვო, კარი უნდა გაგიღოს და შეგიშვას, თორემ არაფერი გამოვა, ვერ ასწავლი ვერც იმ საგანს. დიდი მცდელობის მერე ძლივს იხსნებიან. რაც უფრო ადრეული ასაკიდან დაიწყებს მუშაობას ფსიქოლოგი თუ მასწავლებელი, უკეთესია, თორემ მერე უფრო რთულდება ამბავი. არსებობს გარკვეული რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც, ბავშვს შეიძლება ცოტა ხნით მისცე ტელეფონი, მაგრამ როგორ შეიძლება 6 თვის ბავშვი კომპიუტერთან დააჯინო და ისე გააჩერო?! ჯერ აქა-იქ ჩანს ეს პრობლემა, მაგრამ, ცოტა ხანში, მასობრივად იჩენს თავს.

– აბიტურიენტებს მოუწოდეთ, ფსიქოლოგია ისწავლეთო. ახლანდელი აბიტურიენტებიც ხომ კომპიუტერებითა და ტელეფონებით გაზრდილი თაობაა?

– უფრო მშობლებს მოვუწოდებ, ვიდრე აბიტურიენტებს... ამ აბიტურიენტების თაობას, ასე ხშირად და ასეთ პატარა ასაკში არ ეჭირა ტელეფონი. ეს თაობა რომ დაიბადა, მაშინ რომ ეთქვა ვინმეს, მალე ყველას მობილური ტელეფონი ექნება ხელშიო, არავინ დაიჯერებდა. ახლა ძალიან პატარა ასაკში აძლევენ ტელეფონს და ბავშვი ვეღარ სწავლობს ვერც ემოციას, ვერც ადამიანებთან ურთიერთობას, მხოლოდ ეკრანთან ურთიერთობს. ჩაკეტილი თაობა გაიზრდება, გაუჭირდებათ სწავლაც და ყველაფერი სხვაც.

თანამედროვე ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა, ფილიპ ზიმბარდო წერს, ჩვენი სამყარო სავსეა ჭკვიანი სმარტფონებითა და სულელი ადამიანებითო. მისივე მონაცემებით, აშშ-ს ისტორიაში პირველადაა, რომ მამები უფრო განათლებული არიან, ვიდრე შვილები. ეს ტენდენცია მთელ მსოფლიოზე ვრცელდება. მასწავლებლები შეშფოთებული არიან იმის გამო, რომ საბავშვო ბაღის მოსწავლეები ვერ აგებენ უმარტივეს კონსტრუქციებს მაშინ, როცა კომპიუტერულ თამაშებს კარგად უძღვებიან. ასევე, უჭირთ ერთმანეთთან ურთიერთობა. მშობლები კი ამაყობენ ამით. თანამედროვე ამერიკული განათლების სისტემაში უამრავი ფულია ჩადებული, მაგრამ შესაბამისი უკუგება არ ჩანს. ციფრულ სამყაროში გაცილებით ადვილია ყველაფერი. ვირტუალურ სამყაროში თითქოს ყველაფერი მშვენიერი და ადვილია, მაგრამ ბედნიერი არავინაა. ზიმბარდო ურჩევს მშობლებს, პატარაობიდანვე შეაყვარონ წიგნები ბავშვებს, შეურჩიონ შესაბამისი ლიტერატურა. თუ შეატყვეთ, რომ ვიდეოთამაშებმა თქვენს შვილს თავდაჯერება შემატა, ბედნიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული გახდა, განგაში ატეხეთ და თანდათან ჩამოაშორეთ ბავშვი კომპიუტერს. ვერც საკუთარ თავს და ვერც ქვეყანას ვერ გამოადგებიან მსუქანი, კარგად ნაკვები, კომპიუტერთან ათასობით საათგატარებული და პორნონაყურები ბავშვებიო, - წერს ცნობილი ფსიქოლოგი და რთულია, არ დაეთანხმო.     


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება