ბუღაშენის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა „ანბანის გაცილება“ ზეიმით აღნიშნეს
02-07-2019
დაკოპირებულია
-
+
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ბუღაშენის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა „ანბანის გაცილება“ ზეიმით აღნიშნეს.
ღონისძიებას 1-ლი კლასის მასწავლებელი აღავნიკ პალიანი ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელებმა დიდი მონდომებით წარმოაჩინეს თავი; წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, საცეკვაო ნომრები შეასრულეს და სხვადასხვა როლები მოირგეს. მთლიანობაში, სასიამოვნო საღამო აჩუქეს მშობლებსა და მასწავლებლებს.