მეღვრეკისის საჯარო სკოლიდან ღვაწლმოსილი პედაგოგები ღონისძიებით გააცილეს
01-07-2019
დაკოპირებულია
-
+
გორის მუნიციპალიტეტის, მეღვრეკისის საჯარო სკოლიდან 2018-2019 სასწავლო წლის ბოლოს ღვაწლმოსილი პედაგოგები - მარინე ზუბაშვილი, ნანული მაისურაძე და ლეილა გოშაძე გააცილეს.
სკოლის პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და ადმინისტრაციამ ღვაწლმოსილ პედაგოგებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს.
გამომსვლელთა სიტყვებში სითბო, სიყვარული და მადლიერება იგრძნობოდა.
„იყო ბევრი ემოცია, ცრემლი, გამოსამშვიდობებელი სიტყვები და მოგონებები“, -ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა