გუბის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელება „ბოლო ზარი“ აღნიშნეს
01-07-2019
დაკოპირებულია
-
+
ხონის მუნიციპალიტეტის, ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის გუბის საჯარო სკოლის დამამათავრებელი კლასის მოსწავლეებმა „ბოლო ზარი“ აღნიშნეს.
მეთორმეტეკლასელები სკოლაში თეთრი მაისურებით მივიდნენ და ერთმანეთისთვის სურვილები არ დაიშურეს. კუსრდამთავრებულებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
ღონისძიებაში უმცროსკლასელებიც მონაწილეობდნენ, მათ კურსდამთავრებულებს ლექსებითა და სიმღერებით დაულოცეს გზა.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა კი მოსწავლეებს საუკეთესო მომავალი უსურვეს.