სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალის „ეტალონური“ წარმატება- როგორ დასრულდა 2018-2019 სასწავლო წელი
08-07-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2018-2019 სასწავლო წლის ფინალი და გამარჯვებულთა დაჯილდოება 29 ივნისს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დარბაზში გაიმართა.

ინტელექტუალური კონკურსის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობდა.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს საპატიო სტუმრები - მუნიციპალიტეტების მმართველობის და თვითმმართველობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, პარლამენტის დეპუტატები, პოეტი ტარიელ ხერხელაური, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ესწრებოდნენ.

2018-2019 სასწავლო წლის „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წმინდა ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიის მოსწავლე საბა ებანოიძე გახდა. ხარაგაულელმა მოსწავლემ 56 წამში 90 ქულა დააგროვა.

საბას ფინალზე განცდილი ემოციები სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვება.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მივაღწიე ამხელა წარმატებას. გავედი „ეტალონის“ ფინალში და დავიკავე პირველი ადგილი. ბედნიერი ვარ, რომ წარმოვადგენ ჩემს უსაყვარლეს რაიონს - ხარაგაულს. ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ, რომ პირველ ადგილზე გავედი. ამ პროექტმა მომცა პირველ რიგში თავდაჯერებულობა და  უდიდესი გამოცდილება. დღევანდელი ემოციები გამყვება სიცოცხლის ბოლომდე“,-აღნიშნა საბამ ღონისძიებაზე.

II ადგილი  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შუაფარცხმის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი სიხარულიძემ მოიპოვა, III ადგილზე კი თბილისის N199 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ტყეშელაძე გავიდა.

გამარჯვებული მოსწავლეები განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ დააჯილდოვეს.

პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს განათლების სამინისტრომ გადასცა 1000 ლარი, მეორე ადგილზე გასულს 800 ლარი, მესამე ადგილოსანს 500 ლარი.

„განათლების სამინისტრო მხარს უჭერს პროექტ „ეტალონს“ და მხარს დაუჭერს მომავალშიც როგორც ამ პროექტს, ასევე ყველა ისეთ პროექტს რომელიც ემსახურება ცოდნის მიღებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია „ეტალონის“ მასშტაბი, რადგან მოიცავს მთელ საქართველოს. ყველა რეგიონის წარმომადგენელი არის ჩართული ჩემპიონატში.

ჩემი აზრით, ამ პროექტს ყველაზე ღირებული რაც აქვს, არის სწორედ ის მუხტი და მიმართულება სადაც მოსწავლეები ანთებული სახეებით მონაწილეობენ ტესტებისა თუ შეჯიბრებების კუთხით, თან სწორება არის განათლების მიღებაზე და ცოდნის გაღრმავებაზე. რაც მთავარია, ვიცით, რომ არამხოლოდ მოსწავლეებში, არამედ უფროსი ასაკის ადამიანებშიც შეჯიბრს და გამარჯვებას რამხელა სტიმული მოაქვს. ამიტომ ბავშვებს ასეთი გამარჯვებები მომავალში წარმატებულ ადამიანებად აქცევენ.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს ამ, დარბაზში ადგილობრივი თვითმმართველობის, კერძო სექტორის, რესურსცენტრების წარმომადგენლების, ასევე დირექტორების და მშობლების ერთიანობა, რომ მოსწავლეებს ხელი შეუწყონ მონაწილეობაში, იმიტომ რომ გახდნენ უფრო აქტიურები და დაეხმარონ ქვეყანას“,-აღნიშნა ღონისძიებაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ.

მარიამ ჯაშის თქმით, „ეტალონი“ და izrune.ge არის უნიკალური ინიციატივა.

„სახელმწიფო ინიციატივების პარალელურად უაღრესად მნიშვნელოვანია რომ განათლების პოპულარიზაციაში და საზოგადოებრივ ჩართულობაში იყვნენ არასახელმწიფო ორგანიზაციებიც.

ამ მხრივ, როგორც „ეტალონი“ ასევე მისი ახალი პლატფორმა izrune.ge არის უნიკალური ინიციატივა და მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში 40 ათასზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა 2000-ზე მეტი სკოლის ჩართულობით. დღეს 78 ფინალისტი მონაწილეობდა.

ასეთ ინიციატივას ხელი უნდა შეუწყოს სახელმწიფომ, როგორც საკანონმდებლო ორგანომ ასევე განათლების უწყებამ. ჩვენ გვიხარია რომ ყოველ წელს უფრო დიდი წარმატებით ხორციელდება ეს ინიციატივა. ვულოცავ ყველა გამარჯვებულს დღევანდელ წარმატებას“,- აღნიშნა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ღონისძიებაზე ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასს „ეტალონი ელჩის“ ტიტული მიენიჭა.

მას პროექტ „ეტალონის“ ავტორმა გოჩა ტყეშელაჩილმა დიპლომი გადასცა და აღნიშნა ლიეტუვის სახელმწიფოს და საელჩოს განსაკუთრებული მხარდაჭერა და დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის და მისი განათლებული მომავლის მიმართ.

თავის მხრივ, გიედრიუს პუოჯუნასმა მადლობა გადაუხადა პროექტის ავტორს და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით საამაყოა მისთვის ეს ტიტული.

„დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის, ამ შესანიშნავი კონკურსისთვის და იდეისთვის, რომელსაც ეწოდება „ეტალონი“. ძალიან ამაყები უნდა იყოთ, რომ გყავთ ასეთი შესანიშნავი პიროვნება, როგორიც არის გოჩა ტყეშელაშვილი. ცოდნა არის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება. ზოგჯერ გაკვეთილი შესაძლოა მოსაწყენი იყოს, თუმცა გოჩას დახმარებით, ცოდნა სკოლებში შედის ყველაზე კრეატიული, ინოვაციური და სახალისო მეთოდით. ცოდნა მომავლის ღირებულება და მომავლის უნარია. იყავით ცნობისმოყვარეები, იყავით თქვენი ქვეყნის - უმშვენიერესი საქართველოს პატრიოტები. გაუმარჯოს „ეტალონს“, გაუმარჯოს გოჩას და გაუმარჯოს საქართველოს“,- განაცხადა გიედრიუს პუოჯუნასმა.

ფინალურ ღონისძიებას საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი წუო ხონგპოც დაესწრო და სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას:

„სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა. ბატონმა გოჩამ თქვა, რომ ქართველს ვგავარ და ძალიან გამიხარდა. 2 წელია, რაც საქართველოში ვმუშაობ. ქართველი ხალხი და საქართველო ძალიან მიყვარს. ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს სახელით შემიძლია მოგილოცოთ „ეტალონის“ ფინალის  წარმატებით დასრულება. ჩვენი საელჩო „ეტალონთან“ დიდი ხანია თანამშრომლობს და არც წლევანდელი წელია გამონაკლისი. ამის მიზეზი კი პირველ რიგში ის არის, რომ „ეტალონი“ საქართველოში ყველაზე დიდი გავლენის მქონე ეროვნულ-ინტელექტუალური შეჯიბრია მოსწავლეებისთვის. საქართველოს ახალგაზრდობას საშუალებას აძლევს საკუთარი ნიჭის წარმოჩენის და ცოდნის გაღრმავების.

ჩინეთი „ეტალონის“ მონაწილეებისთვის ნამდვილად არ არის უცხო, იქიდან გამომდინარე, რომ დიდმა ქართველმა პოეტმა, შოთა რუსთაველმაც კი ახსენა „ვეფხისტყაოსანში“. დღესდღეობით, ჩინეთ-საქართველოს მეგობრობა გრძელდება, ერთი გზის მშენებლობამ კიდევ უფრო დააახლოვა ჩვენი ქვეყნები. ჩინეთი საქართველოს მესამე უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს და ღვინის იმპორტიორ ქვეყანას წარმოადგენს. ჩინეთის ხსენებაზე, ალბათ, ყველას ახსენდება ჩინური სამზარეულო, პანდები, ჩინეთის დიდი კედელი, ასევე ჩინეთის 4 დიდი აღმოჩენა, მაგრამ ჩინეთი უფრო დიდია, ვიდრე ეს - 5 ათას წლიანი ისტორია აქვს ჩინეთს, უნიკალური კულტურა, გასაოცარი ბუნება და ვიმედოვნებ, რომ შეჯიბრის მონაწილეებს ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ ერთხელ მაინც მოინახულოს ჩინეთი“,-აღნიშნა წუო ხონგპომ.

ინტელექტ-ჩემპიონატის გამარჯვებულები დააჯილდოვეს ასევე სხვადასხვა კომპანიებმა - „არემჯი გოლდმა“ პირველი ადგილზე გასულ მონაწილეს 2500 ლარი გადასცა, მეორე ადგილზე გასული მონაწილე „ახალმა ნათებამ“ 1000 ლარით დააჯილდოვა, მესამეადგილოსანს  კი „კულამ“ 1000 ლარი გადასცა.

კომპანია „არემჯი გოლდმა“ 500 ლარით დაასაჩუქრა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მონაწილე ანა სიხაშვილი - თბილისის N202 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე და „კასპის ეტალონ მოსწავლეს“, რომელმაც არაჩვეულებრივად წაიკითხა ლექსი ასევე 500 ლარი გადასცა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


სკოლები
მეცხრეკლასელებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს
სკოლის აღსაზრდელებმა ლამაზი ღონისძიება გამართეს და პედაგოგს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს
სიახლეები
ცენტრის ცნობით, ტესტების პასუხები და შეფასების სქემები შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება
რაც შეეხება საკითხებს, მათი თქმით, თითქმის ყველა კითხვა საპროგრამო ჰაგიოგრაფიული ტექსტიდან იყო
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27, ხოლო აღმოსავლეთ საქრთველოს ბარში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი
ტესტების პასუხები და შეფასების სქემები გამოქვეყნდება შედეგებთან ერთად
საინტერესო
ამის გასარკვევად ფოტოგრაფმა ჰანა ვაიტეიკერმა მსოფლიოში იმოგზაურა, რათა ჩვენთვის ეჩვენებინა თუ როგორ საუზმობენ ბავშვები პლანეტის სხვადასხვა ნაწილში
ვის თუ არა მამას, ასეთ ძლიერსა და ყოვლისშემძლეს, შეუძლია იყოს სამაგალითო და ბავშვი სასარგებლო ჩვევებს და ცხოვრების ჯანსაღ წესს მიაჩვიოს?
მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რაც უფრო მეტი წიგნი იქნება 16 წლის მოზარდის გარშემო, მით უფრო მაღალი იქნება მისი წიგნიერების დონე
როგორ გავაგრილოთ ბავშვები უსაფრთხოდ? ამ კითხვაზე „ეტალონს“ ექიმმა-პედიატრმა ქეთევან გოგბერაშვილმა უპასუხა
პიროვნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს
ეტალონი
განათლებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის
„არემჯი“ ორი წელია „ეტალონის“ მხარდამჭერი და ინტელექტ-ჩემპიონატის მეგობარი კომპანიაა
2018-2019 სასწავლო წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალური ღონისძიება საზეიმოდ დასრულდა
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობდა
მონაწილეები  მოსალოდნელ გამარჯვებებზე და შეგრძნებებზე გვესაუბრნენ.
საზოგადოება