სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ ახალგაზრდებს ცოდნის გაღრმავების საშუალებას აძლევს“ - საქართველოში ჩინეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი
03-07-2019
-
+


2018-2019 სასწავლო წელი გამოცხადებული იყო ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის წლად. ამ თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტლონში“ კითხვები დაისვა ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის ისტორიიდან, ჩინეთის კულტურიდან, ეკონომიკიდან და ა.შ.  

დღეს „ეტალონის“ 2018-2019 სასწავლო წლის ფინალი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დარბაზში გაიმართა, რომელსაც საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი წუო ხონგპოც დაესწრო და სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას:

„სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა. ბატონმა გოჩამ თქვა, რომ ქართველს ვგავარ და ძალიან გამიხარდა. 2 წელია, რაც საქართველოში ვმუშაობ. ქართველი ხალხი და საქართველო ძალიან მიყვარს. ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს სახელით შემიძლია მოგილოცოთ „ეტალონის“ ფინალის  წარმატებით დასრულება. ჩვენი საელჩო „ეტალონთან“ დიდი ხანია თანამშრომლობს და არც წლევანდელი წელია გამონაკლისი. ამის მიზეზი კი პირველ რიგში ის არის, რომ „ეტალონი“ საქართველოში ყველაზე დიდი გავლენის მქონე ეროვნულ-ინტელექტუალური შეჯიბრია მოსწავლეებისთვის. საქართველოს ახალგაზრდობას საშუალებას აძლევს საკუთარი ნიჭის წარმოჩენის და ცოდნის გაღრმავების.

ჩინეთი „ეტალონის“ მონაწილეებისთვის ნამდვილად არ არის უცხო, იქიდან გამომდინარე, რომ დიდმა ქართველმა პოეტმა, შოთა რუსთაველმაც კი ახსენა „ვეფხისტყაოსანში“. დღესდღეობით, ჩინეთ-საქართველოს მეგობრობა გრძელდება, ერთი გზის მშენებლობამ კიდევ უფრო დააახლოვა ჩვენი ქვეყნები. ჩინეთი საქართველოს მესამე უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს და ღვინის იმპორტიორ ქვეყანას წარმოადგენს. ჩინეთის ხსენებაზე, ალბათ, ყველას ახსენდება ჩინური სამზარეულო, პანდები, ჩინეთის დიდი კედელი, ასევე ჩინეთის 4 დიდი აღმოჩენა, მაგრამ ჩინეთი უფრო დიდია, ვიდრე ეს - 5 ათას წლიანი ისტორია აქვს ჩინეთს, უნიკალური კულტურა, გასაოცარი ბუნება და ვიმედოვნებ, რომ შეჯიბრის მონაწილეებს ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ ერთხელ მაინც მოინახულოს ჩინეთი“.

ასევე იხილეთ:  2018-2019 სასწავლო წლის „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

„დღევანდელი ემოციები სიცოცხლის ბოლომდე გამყვება“ - პირველი კომენტარები „ეტალონის“ 2018-2019 სასწავლო წლის ფინალიდან

„ეტალონი“ და izrune.ge არის უნიკალური ინიციატივა - მარიამ ჯაშმა ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალისტები დააჯილდოვა

„ასეთი გამარჯვებები ბავშვებს მომავალში წარმატებულ ადამიანებად აქცევენ“ - ირინა აბულაძემ „ეტალონის“ ფინალისტები დააჯილდოვა

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალს საპატიო სტუმრები აფასებენ

„განათლების მხარდაჭერა არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გზა“ - საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალის საპატიო სტუმრების შეფასებები


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება