სიახლეები
სკოლები

პროდუქტები, რომლებიც გამოცდების წინ ენერგიას შეგმატებენ
26-06-2019
-
+


საკვები ადამიანის ორგანიზმის ძირითადი „საშენი“ მასალაა, რასაც რა თქმა უნდა მტკიცება არ სჭირდება. სწორედ პროდუქტთა ნაირსახეობა განსაზღვრავს ადამიანის გონებრივ თუ ფიზიკურ შესაძლებლობებს.

გთავაზობთ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც გამოცდების წინ ენერგიას შეგმატებენ. გვერწმუნეთ, სწორი და ჯანსაღი კვება თქვენს წარმატებებს განაპირობებს.

მეცადინეობისგან გადაღლილ გონებას თქვენი ხელშეწყობა ნამდვილად არ ავნებს. აი რით უნდა იკვებოთ, თუ გინდათ რომ ნებისმიერ კრიზისს ღირსეულად შეხვდეთ.

ჯანმრთელი ტვინისთვის გლუკოზა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისი ნაკლებობა იწვევს მუდმივი დაღლილობის შეგრძნებას, ნერვულ შფოთვას, სტრესს. გლუკოზის ყველაზე ჯანსაღი წყაროა ხმელი ხილი, ჩირეული,

შავი შოკოლადი კაკაოს მაღალი შემცველობით გადაღლილი ტვინისთვის ყველაზე სწორი გამასპინძლებაა. 20-30 გრამი კარგი შავი შოკოლადი გადაღლილ ტვინს ახალი ძალებით აავსებს. მასში შემავალი მაგნიუმი მეხსიერებას აუმჯობესებს. დღეში 1 ჭიქა ცხელი შოკოლადი ტვინის მუშაობას გააქტიურებს და პრობლემებსაც უფრო მარტივად გაუმკლავდებით.

ნიორი აძლიერებს შრომისუნარიანობას, გამოჰყავს შლაკები და წნევას დაბლა წევს.

იოგურტი განწყობას ამაღლებს, ძვლებსა და კბილებს ამაგრებს.

სტაფილო აძლიერებს კონცენტრაციას.

წითელი ხორცი ხელს უწყობს ენერგიის მოზღვავებას, ზრდის ამტანობას.

ზღვის პროდუქტები კრეატიულობის სტიმულირებას ახდენს.

ავოკადო არეგულირებს ტვინის სისხლის მიმოქცევას.

მცენარეული ზეთი (ზეითუნის, რაფსის, ნიგვზის) შეიცავს მსუბუქ ცხიმოვან მჟავებს, რომელიც აჯანსაღებს მთელს ორგანიზმს.

კიტრი – ენერგიის წყაროა.

თევზი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას და გონების მუშაობას.

მწვანე ბარდა ამაგრებს ნერვულ სისტემას, აფართოებს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს.

ბანანი ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონის (სეროტონინის) გამოყოფას, აუმჯობესებს ხასიათს. გვეხმარება ძალების სწრაფად აღდგენაში.

ნიგოზი გონებრივი მუშაობის სტიმულირებას ახდენს, შინაგან სიმშვიდეს და დაძაბული კუნთების მოდუნებას უწყობს ხელს.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება