სიახლეები
სიახლეები

VII კლასის სახელმძღვანელოების არჩევა საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს 7 ივლისის ჩათვლით შეეძლებათ
26-06-2019
-
+


VII კლასის გრიფირებული სახელმძღვანელოების არჩევა საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს მიმდინარე წლის 7 ივლისის ჩათვლით შეეძლებათ. გამომცემლობების მიერ შეთავაზებული ფასების შესაბამისად იმ საგნებში, სადაც სამზე მეტი სახელმძღვანელოა, საჯარო სკოლებს შესარჩევად რეიტინგით პირველი სამეული შეეთავაზებათ. 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნისა და საბაზო საფეხურის VII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოებზე გრიფირების პროცესი დასრულდა.

ახალი სახელმძღვანელოები სასწავლო წლის დაწყებამდე დაიბეჭდება და ყველა ქართულენოვან სკოლაში დარიგდება.

სამინისტროს ინფორმაციით, გრიფირების მიმდინარეობის პროცესში, სამინისტროში 14 საგანზე 75 განაცხადი გაკეთდა, საიდანაც პირველი ეტაპი 73-მა გადალახა; აქედან ხარვეზი ორ განაცხადს დაუდგინდა, რაც არ იქნა გამოსწორებული დადგენილ ვადაში და შესაბამისად, გრიფირების შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდა. რეცენზირების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ანონიმურობის დარღვევის გამო, შემდეგ ეტაპზე კიდევ ორი განაცხადი ვერ გადავიდა, ხოლო კორექტურის განუხორციელებლობისა და კომისიისთვის მიუმართაობის გამო, გრიფირების პროცესს დამატებით კიდევ ექვსი განაცხადი გამოეთიშა.

სახელმძღვანელოები რამდენიმე მიმართულებით შეფასდა: ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა;   შინაარსობრივი გამართულობა; სტრუქტურული გამართულობა; ენობრივი გამართულობა; სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობა; მდგრადი განვითარების პრინციპებთან შესაბამისობა.

საბოლოო ჯამში, გრიფი 34 სახელმძღვანელოს მიენიჭა. საგნების მიხედვით, გრიფირებულ სახელმძღვანელოთა რაოდენობა შემდეგია:

  • ქართული ენა და ლიტერატურა - 4;
  • მათემატიკა - 3;
  • ისტორია - 2;
  • გეოგრაფია - 1;
  • ბიოლოგია - 4;
  • ფიზიკა - 7;
  • მოქალაქეობა - 3;
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - 4;
  • მუსიკა - 2;
  • ინგლისური ენა - 1;
  • გერმანული ენა - 1;
  • ფიზიკური აღზრდა და სპორტი (V-VI) - 1;
  • ქართული, როგორც მეორე ენა (I-IV) - 1.

სახელმძღვანელოების შემფასებელთა ჯგუფში შედიოდა როგორც მასწავლებელი, ასევე აკადემიური წრის წარმომადგენელი, ფსიქოლოგი, ფილოლოგი და სპეციალისტი ადამიანის უფლებათა მიმართულებით.

მომდევნო წელს გრიფირებული სახელმძღვანელოები სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ითარგმნება და არაქართულენოვან სკოლებში მათი დანერგვა 2020-2021 წლიდან დაიწყება.

იხილეთ ასევე: ცნობილია VII კლასის რომელ სახელმძღვანელოებს მიენიჭათ გრიფი

მე-7 კლასის რუსული ენის არც ერთ სახელმძღვანელოს არ მიენიჭა გრიფი - განათლების სამინისტროს განმარტება


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება