არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეებმა ღონისძიება - „ჩვენი სახელების ისტორია“ გამართეს
25-06-2019
დაკოპირებულია
-
+
წყალტუბოს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მე-2 კლასის მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო და შემეცნებითი ღონისძიებით - „ჩვენი სახელების ისტორია“ მოიწონეს თავი.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მოუთხრეს საქართველოში ყველაზე გავრცელებული, თავიანთი, მათი მშობლებისა და მასწავლებლების სახელების ეტიმოლოგიის შესახებ.
„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მრავალ მათგანს არასდროს დაავიწყდება მათი სახელის ისტორია“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
ღვთის წყალობით, მეუფე მექლისედეკის ლოცვა კურთხევითა და ჩვენი პედაგოგების მუხლჩაუხრელი შრომით კვლავაც გავაგრძელებთ ერისა და ეკლესიის სასიქაუდლო და საამაყო მამულიშვილების აღზრდას