სიახლეები
საინტერესო

„ეროვნული გამოცდები პირველ რიგში იმის გამოცდაა, თუ როგორ ვმართავთ სტრესს“- რჩევები წინასაგამოცდოდ
25-06-2019
-
+


საყოველთაო ეროვნული გამოცდების წინ აბიტურიენტთა მღელვარება პიკს აღწევს. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც მრავალწლიანი მეცადინეობის შედეგებმა უნდა განსაზღვროს მოსწავლის მომავალი- მოხვდება აბიტურიენტი მის საოცნებო ფაკულტეტზე, თუ სხვა, ალტერნატიულ გზებზეც უნდა იფიქროს.

ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდების წინ, სრული მობილიზება, მღელვარების დაძლევა და შედეგებზე ფიქრია. Etaloni.ge გთავაზობთ „ეშმაკურ“ ხერხებს იმისთვის, რომ გამოცდებზე თავდაჯერებულები იყოთ.

ფსიქოლოგების თქმით, „ეროვნული გამოცდები პირველ რიგში იმის გამოცდაა, თუ როგორ ვმართავთ სტრესს.“  სხვადასხვა ქვეყნებში, სტუდენტები „სტრესის ვარჯიშებს“ წინასწარ აკეთებენ. მაგალითად, კონკრეტული ჯგუფი ეროვნული გამოცდების ინსცენირებას აწყობს. ამის შედეგად გონება სტრესულ სიტუაციებს უფრო მომზადებული ხვდება.

აუცილებელია გამოცდის დაწყებამდე მოსადუნელბელი, ე.წ. სარელაქსაციო ვარჯიშები ჩაატაროთ. ამაში ღრმად და ნელა სუნთქვა დაგეხმარებათ. წყნარი და საყვარელი მუსიკის მოსმენა ერთი საათით ადრე კი თქვენს განწყობას აამაღლებს.

ცოტაოდენი შავი შოკოლადი ტვინის მუშაობას აუმჯობესებს. თუმცა, შოკოლადის გარდა არსებობს ვრცელი ჩამონათვალი იმ პროდუქტებისა, რაც აბიტურიენტის ყოველდღიურ რაციონში უნდა შედიოდეს.

კენკრა, განსაკუთრებით კი მოცვი, რომელიც მეხსიერებისათვის არაჩვეულებრივია.

ნიგოზი და სხვა თხილეული - ეს პროდუქტი ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო ებრძვის თავისუფალი რადიკალების მიერ უჯრედების დაზიანების პროცესს. ამასთან, შეიცავს ომეგა 3-ს და აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას. აკონტროლებს ტვინში სეროტონინის დონეს, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენს განწყობაზე.

ოსპი და ლობიო - შეიცავს პროტეინებს, ვიტამინებს, უჯრედისს, ფოლის მჟავას, მაგნიუმს და მდიდარია ნახშირწყლებით და  ტვინისთვის აუცილებელი გლუკოზის კარგი წყაროა. ააქტიურებს ტვინის ფუნქციებს.ავოკადო ძალიან სასარგებლო პროდუქტია ტვინისთვის. მასში შემავალი ცხიმი ხელს უწყობს ტვინში სისხლის მიმოქცევას, რაც მის მუშაობას აუმჯობესებს, არეგულირებს სისხლის მაღალ წნევას.

პომიდორი ძლიერი ანტიოქსიდანტია და იცავს ტვინის უჯრედებს დაზიანებისგან. ასევე ძლიერ ანტიოქსიდანტს – პოლიფენოლს შეიცავს  წითელი კომბოსტოც.

ისპანახი და მასთან ერთად სხვა მწვანე ბოსტნეული ვიტამინ C- ს ნამდვილი საბადოა. სასარგებლოა ტვინის ქსოვილების აღდგენისთვის, აუმჯობესებს მეხსიერებას და კონცენტრირების უნარს.

ძალიან სასარგებლო პროდუქტია კვერცხი. ის ტვინისთვის ენერგიის წყაროა, შეიცავს პროტეინებს, სელენიუმს.

და ბოლოს, წყალი!  ადამიანის ორგანიზმის 70% სწორედ წყალია, ტვინში კი ის 80% იკავებს. ტვინის მემბრანების ფუნქციონირებისთვის სწორედ წყალია საჭირო.  

გახსოვდეთ, რომ  ყველაზე მნიშვნელოვანი მშობლების მოლოდინია. ფსიქოლოგების აზრით, მშობლებმა მოსწავლე გამოცდებისთვის ბავშვობიდანვე უნდა შეამზადონ. მოლოდინი იმისა, რომ მისი შვილი საუკეთესოა და შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს, ფსიქიკაზე ძალიან მოქმედებს. არასოდეს წაუყენოთ თქვენს შვილს ისეთი მოთხოვნები, რომელიც გადაჭარბებულია.

Etaloni.ge გისურვებთ წარმატებებს...


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
„ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას“
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
პიროვნება
სკოლები
საბა ცაბაძე თავისუფალი უნივერსიტეტის, ხოლო ქრისტინე გოგოლიძე კავკასიის უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტია
დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები ემოციური ღონისძიებით აღნიშნეს
მოსწავლეებმა აკუთარი ხელებით შექმნეს ფერადი სამაჯურები, რომელზეც სიმბოლურად გამოხატული იყო ფერადი წინდები
„ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას“
ლეცავეს საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა სკოლის დაფა სხვადასხვა თემატური პოსტერებით მორთეს
 
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება