სიახლეები
სიახლეები

როგორ მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი - რჩევები აბიტურიენტებს, მასწავლებლებს და მაგისტრანტობის მსურველებს
25-06-2019
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარე წლის 1-ელ ივლისს იწყება,  მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდა - 10 ივლისს, ერთიანი სამაგისტრო გამოცდა კი - 17 ივლისს.

მანამდე კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019 წლის გამოცდებზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებს საგამოცდო პროცესის მიმდინარეობის შესახებ რჩევებს სთავაზობს:

  • ცხადდებით საგამოცდო ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას; 
  • რეგისტრაციის გავლამდე აბარებთ ზედმეტ ნივთებს. რეგისტრაციის გავლის შემდეგ კი იკავებთ თქვენთვის განკუთვნილ ადგილს შესაბამის სექტორში; 
  • სექტორში დაგირიგდებათ პასუხების ფურცელი და ფურცელი შავი სამუშაოსათვის, ასევე გამოცდით გათვალისწინებული დამხმარე მასალა (მაგ.: კალამი, რუკა, მენდელეევის ტაბულა); 
  • ანონიმურობის უზრუნველსაყოფად პასუხების ფურცელზე დაიკვრება ინდივიდუალური შტრიხკოდი;
  • განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ პასუხების ფურცლის დაუზიანებლობას. არ შეიძლება მისი დაკეცვა ან დაჭმუჭვნა, რაიმე ჩანაწერის გაკეთება (რომელიც არ ეხება ტესტის კითხვების პასუხს);
  • ყველა საგამოცდო სექტორში დამონტაჟებულია ვიდეოკამერა - მთელი საგამოცდო პროცესი იწერება;
  • საგამოცდო დროის ამოწურვის, ან თქვენ მიერ სამუშაოს ადრე დასრულების შემთხვევაში, დამკვირვებელი ამოწმებს პასუხების ფურცლისა და შტრიხკოდის დაუზიანებლობას, რასაც ადასტურებთ უწყისში ხელმოწერით. ამის შემდეგ დამკვირვებელს აბარებთ ნამუშევარს, რითაც საგამოცდო პროცესი სრულდება; 
  • პასუხების ფურცლები ილუქება და იგზავნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
ასევე იხილეთ: ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს დაიწყება - იხილეთ სრული განრიგი

სამაგისტრო გამოცდის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების განრიგი ცნობილია

მასწავლებელთა გამოცდები 10 ივლისს დაიწყება


2019 წლის საგამოცდო ცენტრებთან მისასვლელი მარშრუტები და ცენტრების ჩამონათვალი

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება