სიახლეები
საინტერესო

საშიშია თუ არა გაზიანი სასმელები ბავშვებისთვის - პასუხი 5 კითხვაზე ექიმ კომაროვსკისგან, რომლებიც თითოეულ მშობელს აწუხებს
25-06-2019
-
+


ექიმი კომაროვსკი როგორც ქართველ, ისე უცხოელ მშობლებს განსაკუთრებულად უყვართ, რადგან მისი რჩევები ყოველთვის განსხვავებულია და ამასთან ერთად არატრადიციული. ამჯერად კომაროვსკიმ 5 ყველაზე გავრცელებულ კითხვას უპასუხა, რომლებიც მშობლებს ყველაზე მეტად აწუხებთ.

  1. საშიშია თუ არა გაზიანი სასმელები ბავშვებისთვის?

ცნება გაზიანი სასმელებს ორგანიზმიდან კალციუმი გამოაქვს და ცუდად მოქმედებს ძვლებზე, ტყუილია. უბრალოდ გაზიან სასმელში შემავალი მჟავის რეგულატორი ხელს უშლის ორგანიზმში კალციუმის შეწოვას, მაგრამ იმისათვის რომ დაიწყოს პროცესი, საჭიროა 20-30 ლ კოკა-კოლას დალევა დღეში. მაგრამ გაითვალისწინეთ: ხშირად ბავშვები, რომლებიც ბოროტად იყენებენ გაზიან სასმელებს, არ სვამენ რძეს, კეფირსა და სხვა რძიან პროდუქტებს.

  1. თუ ბავშვს კონიუნქტივიტი აქვს, შეიძლება თუ არა სკოლაში ან ბაღში წასვლა

ეს დამოკიდებულია კონიუნქტივიტის ნაირსახეობაზე. არსებობს ოთხი სახის: ბაქტერიული, ვირუსული, ალერგიული და გამაღიზიანებელი. ეს უკანასკნელი ჩნდება, როცა თვალში ხვდება რაიმე გამაღიზიანებელი. მაგალითად, ბავშვი თამაშობს ქვიშაში და მოისვა თვალებზე ქვიშიანი ხელი. ალერგიული კონიუნქტივიტი არის რეაქცია ალერგენებზე, მაგალითად, საშინაო ცხოველების ბეწვზე. ამ ორ შემთხვევაში ბავშვი მშვიდად შეიძლება წაიყვანოთ სკოლაში ან ბაღში. რაც შეეხება ვირუსულ და ბაქტერიულ კონიუნქტივიტს, ეს ორი სახეობა გადამდებია. იმის გარკვევა, თუ რომელი კონიუნქტივიტი აქვს ბავშვს, შეუძლია მხოლოდ პედიატრს.

  1. შეიძლება თუ არა ბავშვისთვის ზურგჩანთის ტარება?

ზოგიერთ შემთხვევებში ეს აუცილებელიც არის, მაგრამ მთავარია - წონის ნორმატივების დაცვა. ზურგჩანთა შიგთავსთან ერთან უნდა იწონიდეს არა უმეტეს 10 % თქვენი შვილის წონისგან. დაუშვათ, თქვენი შვილის წონაა 22-25 კგ. შედეგად, ზურგჩანთა არ უნდა იყოს 2,2-2,5 კგ-ზე მეტი.

  1. შეიძლება თუ არა გამოიყენოს ბავშვმა კბილის პასტა ფტორით?

არ შეიძლება იქამდე, სანამ ბავშვი არ ისწავლის გადმოფურთხებას. ამ მომენტამდე რეკომენდებულია კბილების გახეხვა უბრალო წყლით ან პასტით ფტორის გარეშე. ფტორი კარგად წმენდს კბილებს, მაგრამ ძალიან ცუდია, როცა ის ხვდება ბავშვის კუჭში.

  1. შეიძლება თუ არა გავუკეთოთ ბავშვს ორთქლის ინჰალაციები?

ინჰალაციის პრინციპია - ცხელი ორთქლის ზემოქმედება, მაგრამ გაითვალისწინეთ რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო საშიშია ეს პროცედურა. ამ დროს დიდია სასუნთქი გზების დამწვრობის რისკი. თან ცხელი ორთქლის ზემოქმედების გამო ლორწო, რომელიც შემხმარია სასუნთქ გზებში, მაგრდება და ასეთ მდგომარეობაში შეიძლება გადაკეტოს სასუნთქი გზები და ბავშვი გაიგუდოს. ნებულაიზერების გამოყენება, ორთქლის ინგალატორებისგან განსხვავებით, შეიძლება, მაგრამ მხოლოდ ქვედა სასუნთქი გზების მკურნალობისთვის (ბრონქიალური ასთმა, პნევმონია, ბრონქიტი და ა.შ.). ზედა სასუნთქი გზების დაავადებები (რინიტი, ფარინგიტი და სხვა) ინკურნება სხვა საშუალებებით.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
სიახლეები
ეროვნული გამოცდების შეფასების კრიტერიუმები - რა უნდა გაითვალისწინოთ საგნების მიხედვით
რა სიმბოლური დატვირთა აქვს ჯეჯილს - დათესვის დრო და მოსვლის წესები
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ბოლოს, კი სკოლაში კედლის გაზეთების გამოფენა მოეწყო, V, VI, VII და IX კლასის მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს და მნახველთა მოწონებაც დაიმსახურეს
ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის
 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
სიახლეები
საზოგადოება