სიახლეები
სიახლეები

რა გველოდება 2 და 17 ივლისის დაბნელებებისას - ასტროლოგი ხათუნა ნოელი გვაფრთხილებს
25-06-2019
-
+


ასტროლოგი ხათუნა ნოელი ივლისში მოსალოდნელი მზისა და მთვარის დაბნელებების შესახებ გვაფრთხილებს:

"დაბნელების დერეფანი გვაქვს გასავლელი. დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ იტყვიან, ერსაც და ბერსაც. 2 ივლისის დაბნელების ზეგავლენა უკვე ვიგრძენით წინასწარ 20 ივნისს.

მზისა და მთვარის შეერთება აღმავალ კვანძზე, კირჩხიბში, რაც 2 რიცხვში გველოდება, აშკარად სამშობლოსთან დაკავშირებულ თემატიკას წამოწევს წინ, რაც კარმულად გარდაუვალი იყო.

კირჩხიბი მთვარით იმართება, მთვარე კი მუნდანურ ასტროლოგიაში ხალხია. მისი საწინააღმდეგო ნიშანი თხის რქა/სატურნი კი ბიუროკრატია. თანაც თხის რქაში სატურნთან და პლუტონთან აკეთებს დაბნელების წერტილი ოპოზიციებს. ოპოზიცია ასტროლოგიურად არჩევანს გულისხმობს - ან ხალხის ნება, ან ბიუროკრატია. 

დაბნელებები ცვლილებების აუცილებლობაზე მიუთითებენ ყოველთვის, გინდ რიგითი ადამიანების და გინდ მთლიანად საზოგადოების, ქვეყნის ცხოვრებაში.

კარგია, რომ დაბნელების წერტილი ვენერასთანაა შეერთებული. ეს იმას ნიშნავს, რომ პრობლემები დიპლომატიის გზით ჯერ კიდევ შეიძლება გადაიჭრას. და ეს, რაც შეიძლება, მალე უნდა გაკეთდეს. იმიტომ რომ მეორე დაბნელება, რომელიც 17 ივლისს უწევს, უფრო რთული იქნება...

მუნდანურ ანუ ქვეყნების ასტროლოგიაში ნეპტუნი, გარდა იმისა, რომ ერის წარმოდგენაა იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს იდეალური საზოგადოება, ასევე ილუზიები და მსოფლიო სკანდალებია. მეორე ვარიანტს მაშინ აქვს ადგილი, როდესაც ნეპტუნი დაზიანებულია.

ჰოდა, 20 რიცხვიდან მოყოლებული ეს ნეპტუნი ორმაგ დარტყმას განიცდის, ცალი მხრიდან ვენერასგან, მეორე მხრიდან - იუპიტერისაგან.

ახლა, რას წარმოადგენს ვენერა?

ვენერა ერის სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ბუნებრივ პროცესს განაგებს. ასევე მას აბარია ეროვნული რესურსები, მათ შორის საფინანსო ინსტიტუტები/ეკონომიკა;

იუპიტერი კი ეროვნული ფასეულობების სისტემაა, და კიდევ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული კონტროლი ხალხზე.

თანც 21 რიცხვიდან ნეპტუნი უკუსვლითი გახდა, ანუ წარსული თემების გამეორება დაიწყო.

ახლაც არ დაიჯერებთ ზოგიერთი ურწმუნოები, რომ რაც ზევით, ცაზე ხდება, ის პირდაპირ აისახება ქვევით, დედამიწაზე, ჩვენს ცხოვრებაზე?

ეს სამკუთხა, ნეგატიური კონფიგურაცია ცაზე 27 რიცხვამდე შენარჩუნდება. ზეგავლენის პიკი კი 24-ში ექნება. თუმცა ივლისში დაბნელებები გვექნება ჯერ მზის, მერე მთვარის, რაც თავისთავად ცვლილებების აუცილებლობაზე მიუთითებს..."


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება