სიახლეები
სიახლეები

ინკლუზიური განათლების განვითარების მიზნით, ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე უწყებათაშორისი დოკუმენტი შემუშავდება
24-06-2019
-
+


ინკლუზიური განათლების განვითარების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ  ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე  უწყებათაშორისი მარეგულირებელი დოკუმენტის შემუშავება დაიწყო.

სამინისტროს ცნობით, დოკუმენტის  მიზანს, ყველა იმ უწყების პასუხისმგებლობის გაწერა წარმოადგენს, რომლებიც ბავშვის აღზრდა-განათლების საკითხებში  დაბადებიდან სკოლაში მისვლამდე არიან ჩართული.

აღნიშნულთან დაკავშირებით, განათლების მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა და დოკუმენტის შემუშავებაში ჩართულ მხარეებთან ერთად, საერთაშორისო გამოცდილებაზე, დოკუმენტის ფორმატზე და სტრუქტურაზე იმსჯელა.

„უმნიშვნელოვანესია, რომ დოკუმენტის შემუშავების შემდეგ, შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ადრეული და სკოლამდელი განათლება/განვითარების მიმართულებითდარეგულირდება როგორც განათლების,  მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტების ვალდებულებები.

კერძოდ, გაიწერება ყველა იმ უწყებების პასუხისმგებლობა, რომელიც უკავშირდება როგორც ბავშვის დამატებითი მომსახურებას, ასევე ბაღის ადმინისტრაციას, აღმზრდელს,  დამატებით სპეციალისტებს და სხვა.

ხაზგასასმელია, რომ UNICEF-ის მხარდაჭერით, დოკუმენტის შემუშავების პროცესში სამინისტროსთან ერთად ჩართულია ორი ადგილობრივი ექსპერტი, რომლებიც აქტიურად მუშაობენ როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან“,-ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება სახალისო იყო და რაც მთავარია, მშობლიური ენის სიყვარულსა და პატივისცემას აღვივებდა
აქტივობები ძალიან საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული იყო
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება