სიახლეები
სკოლები, ეტალონი

„სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება ქვეყნის წინსვლისთვის არსებითად მნიშვნელოვანია“ - „გზა ევროპისკენ“ თქვენთან შესახვედრად ემზადება
21-06-2019
-
+


ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი Izrune.ge სექტემბრიდან უპრეცენდენტო სიახლეს გთავაზობთ.

ყოველი თვის მეოთხე ხუთშაბათი პორტალზე  სამოქალაქო განათლების დღე იქნება და საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდებში  მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს.

ქართული კულტურა და საქართველოს ისტორიული არჩევანი – გზა ევროპისკენ მასშტაბური, ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური და ინდივიდუალურია პროექტია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონისა“ და ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის თანამოაზრეობით ხორციელდება.

„დირექტორებთან დიდი დისკუსია გვქონდა და შევჯერდით ჯანსაღ აზრზე, რომ მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისთვის საგანმანათლებლო ინოვაციებისთვის ფეხის აწყობა და Izrune.ge-ში ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია. პორტალთან ერთად სასკოლო ცხოვრება აქტიურდება და ოჯახებიც სისტემურად ადევნებენ შვილების განათლება-განვითარებას თვალს, ნათლად ხედავენ სად სჭირდებათ დახმარება და რა მხრივაა მუშაობა გასაძლიერებელი. ჩვენი თანამშრომლობით იწყება ახალი პროექტი „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება- გზა ევროპისკენ“, რომლის მეშვეობითაც მოსწავლეები მრავალსაუკუნოვან და სამომავლო ღირებულებებს თავად დააკვირდებიან და გააანალიზებენ. პორტალში ჩართულობა თავისუფალი აზროვნების, გახსნილი გზებისა და უცხოელი მეგობრების შეძენის წინაპირობაა, განათლებული და კონკურენტუნარიანი თაობა სამშობლოს საზღვრებს მიღმა ღირსეულად წარადგენს. Izrune.ge კი თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესებში მონაწილეობისთვის მზა პროდუქტს გვთავაზობს. დიდი ენთუზიაზმით ჩავერთეთ პროექტში, კითხვების შედგენაში ქუთაისის 6 თანამოაზრე სკოლა მონაწილეობს და მომავალი თანამშრომლობისთვის დანარჩენი სკოლების მზაობაც დიდია. Izrune.ge-ს ოჯახების მხრიდანაც დიდი გამოხმაურება აქვს და მეტ ჩართულობას ველოდებით,-“ პროექტის გენერალური მენეჯერი მაია ცქიტიშვილი.   

დაწყებითი, საბაზო და დამამთავრებელი კლასების მიხედვით კითხვებს ქუთაისის 6 სკოლიდან  78 გამოცდილი პედაგოგი ადგენს:

I - II კლასები - ქუთაისის N17 საჯარო სკოლა - დირექტორი ირინე ჯგერენაია;

III - IVკლასები -  ქუთაისის N12 საჯარო სკოლა- დირექტორი ნათია სულავა;

V - VI კლასები -  ქუთაისის N1 საჯარო სკოლა - სალომე სარალიძე;

VII - VIII კლასები -  ქუთაისის N30 საჯარო სკოლა- დირექტორი მიხეილ გიორგაძე;

IX - X კლასები -   ქუთაისის N2 საჯარო სკოლა - დირექტორი მურად ჯიშკარიანი;

XI - XII კლასები - ქუთაისის N23 საჯარო სკოლა - დირექტორი ნესტან სიხარულიძე.

წარმატებული დირექტორები პროექტის „გზა ევროპისკენ“ მნიშვნელობაზე საუბრობენ:

IX - X კლასების ჯგუფის ხელმძღვანელი, ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი:

„გზა ევროპისკენ  საქართველოს არჩევანია. სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება ქვეყნის წინსვლისთვის არსებითად მნიშვნელოვანია და ჩვენი სკოლა ამ კუთხით მრავალ საინტერესო აქტივობაში წარმატებით ერთვება. აქტიურად ვთანამშრომლობთ Izrune.ge-სთან, პროექტის ფარგლებში IX- X კლასების ტესტების შედგენაზე 15 პროფესიონალი პედაგოგი მუშაობს და სექტემბრიდან ინოვაციური მიდგომა თითოეული მოსწავლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.“

XI- XII კლასების ჯგუფის ხელმძღვანელი, ქუთაისის  N23  საჯარო სკოლის დირექტორი ნესტან სიხარულიძე:

„როგორც კი Izrune.ge-მ არჩევანი ჩვენს სკოლაზე შეაჩერა, ტესტების შედგენა აქტიურად დავიწყეთ. მოგეხსენებათ, სამუშაო დიფერენცირებულია და სხვადასხვა სკოლას სხვადასხვა კლასი აქვს აღებული, ჩვენ XI - XII კლასები შეგვხვდა. პროფესიონალ პედაგოგების მიერ შედგენილ ტესტებში გამჭოლ კომპეტენციად ყველგან ჩანს ევროპული განათლება, ვცდილობთ, საკითხები ისე შევარჩიოთ, რომ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა კარგად იყოს გათვალისწინებული. სწორი აქცენტების გაკეთებაში სკოლაში არსებული სამოქალაქო კლუბ  „ევროინიციატორების“ წარმატებული გამოცდილება გვეხმარება. ისინი ერთერთი პირველები იყვნენ, ვინც ნატო-ევროკავშირის კუთხის ორგანიზებასა და მრავალ საინტერესო პროექტში მონაწილეობდნენ და დღემდე საპრიზო ადგილებს არ თმობენ.“

გზა ევროპისკენ - აღსანიშნავია, რომ პროექტი სოციალური დატვირთვისაა და უსასყიდლოდ გავრცელდება ყველა იმ მოსწავლეზე, რომელიც 2019 – 2020 სასწავლო წელს ჩართულია Izrune.ge -ში.

ამავე თემაზე იხილეთ ბმული 1ბმული 2.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება