სიახლეები


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აღნიშნეს
20-06-2019
-
+


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის გამომხატველი ღონისძიება გაიმართა.

უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, რეკორდსმენ კომენტატორს, საქართველოს ებრაელთა ისტორიისა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა აღორძინების ფონდის პრეზიდენტს, ბრწყინვალების ორდენის კავალერს, ბატონ ჯამლეტ ხუხაშვილს შეხვდნენ.

ღონისძიებაზე საპატიო სტუმრებად მოწვეულნი იყვნენ: ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, შაბთაი ცური; მსოფლიო ებრაელთა მთავარი რაბინი იაკობ გაგულაშვილი; მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაცია „ესთას“ პრეზიდენტი ევა ბაბალაშვილი; ებრაული ენის პედაგოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ღირსების ორდენოსანი ზაირა დავარაშვილი; საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, ნ. ნიკოლაძის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი თენგიზ პაჭკორია და ებრაელთა სათვისტომოს წარმომადგენლები.

სტუმრებს და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა სსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე. მან ისაუბრა მოძმე ერების ურთიერთობაზე, ბატონი ჯამლეტის მოღვაწეობაზე.

რექტორმა ქართველი და ებრაელი ხალხების ღირსეულ შვილს, ჯამლეტ ხუხაშვილს „ქართულ-ებრაული ურთიერთობის გაღრმავების, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ზოგადად ქართული სპორტული ცხოვრების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ საპატიო სიგელი გადასცა. თავის მხრივ, სტუმარმა ბატონ ზურაბს საკუთარი წიგნი: „ყურადღება - ჯამლეტ ხუხაშვილი 75/55“ უსახსოვრა.

ღონისძიებაზე სიტყვით ისრაელის ელჩი, ბატონი შაბთაი ცური და მსოფლიო ებრაელთა მთავარი რაბინი იაკობ გაგულაშვილი გამოვიდნენ. მათი საუბარი საქართველოსა და ქართველი ხალხის სიყვარულით იყო გამსჭვალული.

საზოგადოებას ასევე მიესალმა სპორტული კომენტატორი თენგიზ პაჭკორია.

დასასრულ, სსუ-ის სტუდენტური ქორეოგრაფიული ანსამბლის - „მირონის“ წევრებმა ქართული და ებრაული ცეკვები შეასრულეს.

ღონისძიება ორგანიზებული იყო საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის მიერ (უფროსი - პროფ. ინდირა ძაგანია).

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება