სიახლეები
ეტალონი, სამასწავლებლო

„ტესტების დღე ეზოში თამაშის დროსაც კი არ ავიწყდება“ - გაიცანით მოსწავლე, რომელმაც ყოველ შემაჯამებელ ტესტში ოქროს დიპლომი მოიპოვა
20-06-2019
-
+


სკოლებში კიდევ ერთი სასწავლო წელი დასრულდა წარმატებით... შემეცნებისა და წინსვლის გზა ინოვაციურმა აქტივობებმა და მზრუნველმა მიდგომებმა კიდევ უფრო დაუვიწყარი გახადა ბავშვებისთვის.

ოჯახის წევრთა მრავალრიცხოვნებითა და წარმატებით, თამამად შიძლება ითქვას, რომ Izrune.ge-მ მთავარი მიზნის მიღწევა და ოჯახის, ბავშვისა და სკოლის გაერთიანება შეძლო, ახალგაზრდებში მოქალაქეობრივი აზროვნება განამტკიცა და ინდივიდუალურ-გუნდური მიდგომებით ხუთშაბათი და ყოველი თვის ბოლო კვირა დღე მოსწავლეებისთვის დღესასწაულად აქცია.

პორტალი ამაყია საქართველოს ნიჭიერი მომავალი თაობით და კიდევ დიდხან წაახალისებს მათ შემეცნებას, წინსვლასა და განვითარებას.

მოსწავლეებო, სწორედ თქვენთან ერთად გაიზრდება და დაიხვეწება Izrune.ge, რომელიც სექტემბრიდან მრავალ საინტერესო და სახალისო სიახლეს შემოგთავაზებთ.

სიყვარულითა და მზრუნველობით სიტყვა გაგვიგრძელდა…

დღეს Izrune.ge-ს სურს, რომ თბილისის N173 საჯარო სკოლისა და მისი IV ვ  ოთხგზის „სუპერ კლასის“ მოსწავლის, მარიამ მამულაშვილის წარმატების შესახებ მოგიყვეთ.

ყველაფერი პორტალში ჩართვითა და თვითგანვითარების სურვილით დაიწყო. შემდეგ ტესტების დღის მოუთმენელი მოლოდინი ჰქონდა. გამოწვევებს არ უშინდებოდა, საკუთარ შეცდომებზე სწავლობდა და კითხვის დასმის არ ეშინოდა, პირიქით, უცხო საკითხებს კლასაა და სახლში აქტიურად განიხილავდა, Izrune.ge-ს მამოტივირებელი მიდგომებით კი წინსვლის მეტი სტიმული უჩნდებოდა.

ბუნებრივია, წარმატებისკენ სწრაფვამ შედეგი გამოიღო და მარიამ მამულაშვილს უკლებლივ ყველა „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ ოქროს დიპლომი აქვს მოპოვებული:

„განსაკუთრებით ველოდები ტესტების დღეს, ყურადღებით ვაკვირდები კითხვებს, ვცდილობ, სიჩქარემ და ღელვამ ხელი არ შემიშალოს. ერთი სული მაქვს ხოლმე, როდის მივალ სკოლაში და კლასელები როდის გავუზიარებთ ერთმანეთს ემოციებსა და წარმატებას. არ ვიცი როგორ გავძლებ ეს ორი თვე ტესტების გარეშე, ამიტომ მოუთმენლად ველოდები სექტემბერს და ჩემი დიპლომების გამრავალფეროვნებას.“

მარიამ ტყუპისცალი ჰყავს, ლუკა, რომელიც ასევე Izrune.ge-ს აქტიური და წარმატებული წევრია. ბავშვების მრავალმხრივ განვითარებაზე განსაკუთრებულად დედა, ნინო ჯიქია ზრუნავს, რომელიც მზრუნველ გამოცდილებას სიამაყით გვიზიარებს:

„ტესტების დღე ეზოში თამაშის დროსაც კი არ ავიწყდება, ლუკასაც ეძახის და ერთად მივუსხდებით ხოლმე კომპიუტერს.  მარიამი დაკვირვებული და მიზანდასახული ბავშვია, სწავლაში თავის ძმასაც ეხმარება. მახარებს მათი განათლებისკენ სწრაფვა და წარმატებები Izrune.ge-ზე. ჩემს გოგოს განსაკუთრებით მათემატიკა უყვარს, კლასგარეშე ლიტერატურასაც აქტიურად ეცნობა და გაუგებარ საკითხებს მასწავლებელთან ერთად განიხილავს. არაჩვეულებრივი დამრიგებელი გვყავს და კლასშიც ძალიან გონიერი ბავშვები სწავლობენ. პორტალთან ერთად მეც აქტიურად  ჩავერთე სასკოლო ცხოვრებაში და სამომავლოდ მეტი წარმატების იმედი მაქვს.“

თბილისის N173 საჯარო სკოლა საგანმანათლებლო ინოვაციებს წარმატებით უწყობს ფეხს და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე Izrune.ge-სთან ერთად ზრუნავს.


მარიამისა და მისი ოთხგზის „სუპერ კლასის“ დამრიგებელი მაია ხარატი გახლავთ, რომელიც თვლის, რომ პორტალთან ერთად სასწავლო პროცესი უფრო მრავალმხრივი, საინტერესო და ეფექტური გახდა:

Izrune.ge-სთან ერთად სასკოლო ცხოვრება ერთიანი, აქტიური და საინტერესო გახდა. პორტალის ინდივიდუალურ-გუნდური მიდგომებით მოსწავლეები მეტად დაკვირვებულები და წინსვლაზე ორიენტირებულები არიან, გაიაზრეს, რომ კლასის წარმატება თითოეულის წინსვლაზეა დამოკიდებული და მეტი მონდომებით მეცადინეობენ. ჩვენ „სუპერ კლასის“ ტიტული 4-ჯერ მოვიპოვეთ და ამაყები ვართ ამ შედეგით. რაც შეეხება მარიამს, ძალიან ნიჭიერი და მონდომებული მოსწავლეა, თვალნათლივ ვხედავ, მთელი წლის განმავლობაში როგორ გაიზარდნენ და განვითარდნენ ის და მისი თანატოლები izrune.ge-სთან ერთად. სექტემბრიდან მეტი შემართებით გავაგრძელებთ მუშაობას კიდევ უფრო დიდი წარმატების მოსაპოვებლად.“

შეგახსენებთ, დღეს თქვენი საყვარელი სავარჯიშო ტესტის დღეა!

მოსწავლეებო, Izrune.ge-ს ინდივიდუალური და მამოტივირებელი კითხვები თქვენთან შეხვედრას მოუთმენლად ელიან.

მშობლებო, 30 ივნისი 2018-2019 სასწავლო წლის ბოლო „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეა“

შეაჯამეთ მიღებული ცოდნა Izrune.ge- ზე და სექტემბრიდან განახლებულ პორტალზე შემოგვიერთდით...


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება