ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მცხეთის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს
19-06-2019
დაკოპირებულია
-
+
მცხეთის მუნიციპალიტეტის, ქსოვრისის საჯარო მეოთხე კლასის მოსწავლეები, დამრიგებელთან მარიამ ბერიძესთან და მშობლებთან ერთად მცხეთაში სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
ექსკურსიის მიზანი იყო მცხეთის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება.
სკოლის აღსაზრდელებმა მცხეთის ხუროთმოძღვრული ძეგლები მოინახულეს და ექსკურსიიდან სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.