სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტო მშობლებს ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხობს
18-06-2019
-
+


თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ხვალ საყოველთაო რეგისტრაცია იწყება, მანამდე კი საჯარო ბაღებში რეგისტრაციის გავლა მხოლოდ გარკვეული კატეგორიის მქონე ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი

რეგისტრაციის მეორე ეტაპზე ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ყველა სხვა აპლიკანტი, რომელიც არ შედის პირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში. ამასთან, რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში. 

აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში (და არა რეგისტრაციის მომენტში) იქნება 2 წლის. 

etaloni.ge გთავაზობთ მშობლების მიერ სააგენტოსთვის ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხს:

- როგორ ვარეგისტრირებთ ბავშვს თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღში?

- თბილისის საჯარო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია ხდება ელექტრონულად.  რეგისტრაცია წარიმართება ორ ეტაპად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge 

- რას ნიშნავს მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქის შვილი?

- მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქის შვილი ნიშნავს იმ ბავშვს, რომლის დაბადების მოწმობაშიც დაფიქსირებულია მხოლოდ ერთი მშობლის მონაცემები. 

- რატომ ვერ ვარეგისტრირებ მეორე შვილს, როდესაც პირველი ჯერ კიდევ ბაღის აღსაზრდელია და სექტემბერში მიდის სკოლაში?

- დედმამიშვილის სტატუსი არის უპირატესობა, რომლითაც სარგებლობს ოჯახი, რომლის ერთი შვილი სარგებლობს ერთი და იმავე ბაღის მომსახურებით, მაგრამ თუ ერთი შვილი სექტემბრიდან მიდის სკოლაში, ანუ აღარ იქნება ამ ბაღის აღსაზრდელი, მეორე შვილი ავტომატურად ვერ სარგებლობს დედმამიშვილის სტატუსით. დედმამიშვილის სტატუსისთვის უპირატესობის მინიჭების მიზანი არის შემდეგი - მშობელმა, რომელსაც ორი შვილი ჰყავს ბაღის ასაკის, არ ატაროს ორი ან მეტი ბავშვი სხვადასხვა ბაღებში, ხოლო თუ ერთი შვილი სექტემბრიდან ივლის სკოლაში, მეორე ბავშვს ეს სტატუსი აღარ იქნება. ანუ სტატუსი მოქმედებს სააღმზრდელო წლის პერიოდში. 

- რას ნიშნავს საზაფხულო ბაღი?

- საზაფხულო ბაღი არის სოციალური პროექტი იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ შვილების ქალაქგარეთ გაყვანას. საზაფხულო ბაღი მოქმედებს ივლისის განმავლობაში, ის არის სრულიად უფასო და ნებისმიერ მსურველს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ბავშვი საჯარო ბაღის აღსაზრდელი, შეუძლიათ ამ სერვისით სარგებლობა

- ხომ არ შეუშლის ხელს საზაფხულო ბაღში რეგისტრაცია სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაციას?

- საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ხელს არ უშლის სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაციას, თუმცა ამავე დროს, საზაფხულო ბაღში რეგისტრაცია არ ნიშნავს, რომ ბავშვი სექტემბრიდან ამავე ბაღში გააგრძელებს სწავლას.

- რას ნიშნავს სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახი, რომელიც სარგებლობს პრიორიტეტით რეგისტრაციის პირველ ეტაპზე?

- რეგისტრაციის პირველ ეტაპზე უპირატესობით სარგებლობენ იმ ოჯახების შვილები, რომლებსაც აქვთ სტატუსი სოციალურად დაუცველი, რეგისტრირებული არიან თბილისში და აქვთ 100 000-ზე ნაკლები ქულა.

- რა დოკუმენტი უნდა წარადგინოს ოჯახმა, რომელსაც ჰყავს განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე შვილი?

- ოჯახმა უნდა წარმოადგინოს ჯანმრთელობის ცნობა ფორმა 100 ან ფორმა 50, რომლითაც დადასტურდება ბავშვის გსმ სტატუსი.

- შემიძლია თუ არა ბაღიდან ბაღში ბავშვის გადაყვანა?

- ბაღიდან ბაღში გადაყვანა, ანუ მობილობა, თბილისის ბაღებში არ ხდება. იმისათვის, რომ შეცვალოთ სააღმზრდელო დაწესებულება, საჭიროა მიმართოთ ბაღს, სადაც ჩარიცხულია ბავშვი და მოითხოვოთ მისი გარიცხვა ან მიბრძანდეთ ბაღების სააგენტოში და იქ დაწეროთ განცხადება ბავშვის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ ბავშვის ხელახალ რეგისტრაციას.

- როგორ უნდა მოვიქცე თუ მსურს საბავშვო ბაღში მუშაობის დაწყება?

- საბავშვო ბაღებში ვაკანტური ადგილების არსებობის შემთხვევაში, ბაღების სააგენტო პერიოდულად აცხადებს კონკურსს, რომელიც არის ელექტრონული და აპლიკანტმა უნდა შეავსოს განაცხადი, მითითებული ინსტრუქციის მიხედვით. სხვა შემთხვევაში, წლის განმავლობაში პერიოდულად არსებული ვაკანტური ადგილების დასაკავებლად, მსურველები მიმართავენ სააგენტოს კადრების განყოფილებას, სადაც წარადგენენ პირად დოკუმენტაციას.

- როგორ უნდა მოვიქცე, თუ მაქვს პრეტენზია ან ეჭვი ბავშვზე არასათანადო მოქცევასთან დაკავშირებით სააღმზრდელო ჯგუფში?

- ასეთი ეჭვის ან ფაქტის არსებობის შემთხვევაში, პირველ რიგში მშობელმა უნდა მიმართოს კონკრეტული ბაღის დირექტორს, ადმინისტრაციას, მოითხოვოს ფაქტის გამოკვლევა და რეაგირება. რეაგირების არ არსებობის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ განცხადებით თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს. 

- სად მდებარეობს სააგენტო?

- თბილისი, მიცკევიჩის 29, მესამე სართული.

იხილეთ ასევე: თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 12 ივნისს დაიწყება


კომენტარები


სკოლები
სკოლის აღსაზრდელები კონფერენციაზე თემით - შოკოლადის ქიმია წარდგნენ
საჯარო სკოლებში თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს - სამეურვეო საბჭოს არჩევნები მიმდინარე წლის 17 ივნისს გაიმართა
ნინო მაზიაშვილმა კურსის ფარგლებში შეისწავლა დებატების ხელოვნება
კონკურსი ღვთისშვილთა კავშირის ორგანიზებით ჩატარდა
 
 
 
 
 
 
 
 
 
ექსკურსიის მიზანი იყო ისტორიული ძეგლების მონახულება და მოსწავლეებში სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარება.
სიახლეები
ტესტების პასუხები და შეფასების სქემები გამოქვეყნდება შედეგებთან ერთად
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უკვე გამოაქვეყნა გამოცდებზე გამოყენებული ტესტები
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ტერიანის კულტურის ცენტრი“ 2001 წელს დაარსდა
საინტერესო
დიეტოლოგები ასახელებენ პროდუქტებს, რომლებსაც ბავშვებისთვის სასარგებლოდ შეცდომით ითვლება
კომფორტული გარემო მოსწავლეებთან თანამშრომლობითი ატმოსფეროს შექმნით, ურთიერთობის და ურთიერთგაგების აწყობის საშუალებას იძლევა
ამის გასარკვევად ფოტოგრაფმა ჰანა ვაიტეიკერმა მსოფლიოში იმოგზაურა, რათა ჩვენთვის ეჩვენებინა თუ როგორ საუზმობენ ბავშვები პლანეტის სხვადასხვა ნაწილში
ვის თუ არა მამას, ასეთ ძლიერსა და ყოვლისშემძლეს, შეუძლია იყოს სამაგალითო და ბავშვი სასარგებლო ჩვევებს და ცხოვრების ჯანსაღ წესს მიაჩვიოს?
პიროვნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს
ეტალონი
განათლებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის
„არემჯი“ ორი წელია „ეტალონის“ მხარდამჭერი და ინტელექტ-ჩემპიონატის მეგობარი კომპანიაა
2018-2019 სასწავლო წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალური ღონისძიება საზეიმოდ დასრულდა
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობდა
მონაწილეები  მოსალოდნელ გამარჯვებებზე და შეგრძნებებზე გვესაუბრნენ.
საზოგადოება