სიახლეები
სამასწავლებლო

აქტიური დასწრება, მაღალი ქულები და წარმატებული აქტივობები - როგორ აფასებენ დირექტორები წლის ბოლოს სკოლის მიღწევებს
18-06-2019
-
+


Etaloni.ge-ს სასკოლო ცხოვრების პულსზე უდევს ხელი და მიმდინარე აქტივობებს ფეხდაფეხ მიჰყვება.

მრავალი აქტუალური თემისა და გამოკითხვის შემდეგ, დავინტერესდით, როგორ აჯამებენ სკოლების წარმატებული მენეჯერები განვლილ სასწავლო წელს და რას თვლიან სკოლის მთავარ მიღწევად.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის აზმანის საჯარო სკოლის დირექტორი გოჩა კახაძე:

„მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში სულ 5 კლასი გვყავს, მაქსიმალურად ვცდილობთ, საგანმანათლებლო ინოვაციებს ავუწყოთ ფეხი და მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო გარემო შევუქმნათ. წლის განმავლობაში ბავშვები არაერთ ღონისძიებაში წარმატებით მონაწილეობდნენ და საკუთარ შესაძლებლობებს მრავალმხრივ ავლენდნენ. ამდენად, ვთვლი, რომ 2018-2019 სასწავლო წელი ნაყოფიერი გახლდათ ჩვენი სკოლისთვის.“

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის როდიონოვკას საჯარო სკოლის დირექტორი რუბენ საჰაკიანი:

„გასული სასწავლო წელი ჩვენს სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიებებით იყო დატვირთული. ახალ წელზე, გაზაფხულზე, სახელმწიფო ენის დღესა თუ ბოლო ზარზე მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობები შემოგვთავაზეს და საკუთარი ცოდნა და შემოქმედებითი უნარები ეფექტურად გამოავლინეს. მინდა, მეტი წარმატება და წინსვლა ვუსურვო მათ მომავალში.“

მარნეულის მუნიციპალიტეტის სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ჯუმბერ ბორჯოდაშვილი:

„მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოსწავლეებზე მორგებული, საინტერესო საგანმანათლებლო გარემო შევქმნათ. ჩვენს ბავშვებს მარალი აკადემიური მოსწრება აქვთ, ღონისძიებებში წარმატებით მონაწილეობენ და მრავალმხრივ უნარს ავლენენ. პედაგოგებიც თვითგანვითარებაზე არიან ორიენტირებულნი, სერტიფიცირების გამოცდაზე ყველა მასწავლებელი დარეგისტრირდა.“

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის პტენის საჯარო სკოლის დირექტორი ირმა ტაბატაძე:

„სკოლაში 9 კლასი გვყავს, მთელი წლის განმავლობაში მაღალი იყო მოსწავლეთა გაკვეთილებზე დასწრება და შედეგები. კლასის დამამთავრებელი შეფასება ყველამ წარმატებით მოიპოვა. პედაგოგები თვითგანვითარებაზე არიან ორიენტირებულნი, 2 უფროსი მასწავლებელი გვყავს და უახლოეს მომავალში კიდევ ერთი მოიპოვებს სტატუსს. ჩვენი სკოლა ავარიულია და სხვა შენობაში, მეორე ცვლაში ვატარებდით გაკვეთილებს, რის გამოც, ღონისძიებების მოწყობა ვერ ხერხდებოდა. მოხარული ვარ, რომ სკოლის სარემონტო სამუშაოები უკვე დაიწყო და შევძლებთ, მოსწავლეებს მრავალფეროვანი სასწავლო გარემო შევუქმნათ.“

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ფონის საჯარო სკოლის დირექტორი ნუგზარ მუმლაძე:

„მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ, რომელიც 3 ეროვნული კუთვნილების, ქართველ, აზერბაიჯანელ და ოს მოსწავლეებს მეგობრობისა და განათლების ირგვლივ აერთიანებს. შეხმატკბილებულ და ჯანსაღ გარემოში მოსწავლეები მრავალმხრივ ვითარდებიან, მათ კარგი აკადემიური მოსწრება აქვთ და სხვადასხვა აქტივობაშიც წარმატებით ასპარეზობენ. 18 წელია, რაც დირექტორი ვარ, ადრე ბავშვებს ენის ბარიერი ჰქონდათ, ახლა კი თითოეული მოსწავლე არაჩვეულებრივად ფლობს სახელმწიფო ენას და უზომოდ უყვართ თავიანთი სამშობლო. გვყავს სერტიფიცირებული პედაგოგები და სკოლაში განათლებისა და წინსვლის მოტივაცია მაღალია.“

მარნეულის მუნიციპალიტეტის დიდი ბეგლიარის საჯარო სკოლის დირექტორი ზამირ იბრაგიმოვი:

„2018-2019 სასწავლო წელმა ჩვენს სკოლაში ნაყოფიერად ჩაიარა. გვყავს მაღალი აკადემიური მოსწრებისა და შედეგების მოსწავლეები, რომლებმაც შემაჯამებელი აქტივობები წარმატებით დაძლიეს და მომდევნო კლასში მეტი წინსვლის სტიმულით გადავიდნენ. მათ მრავალ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა და „ეტალონის“ მუნიციპალურ ტურში წარმატებით იასპარეზეს.“

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტამბოვკის საჯარო სკოლის დირექტორი არშალუის პოლოიანი:

„2018-2019 სასწავლო წელი ჩვენი სკოლისთვის საკმაოდ ნაყოფიერი გახლდათ. მოსწავლეებმა ეროვნული სასწავლო პროგრამა წარმატებით დაძლიეს და არაფორმალური განათლების კუთხითაც განვითარდნენ. მათ მრავალ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა და სკოლაც ასახელეს, მათ შორის „ეტალონში“ იასპარეზეს და მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვეს. პედაგოგებიც მუდმივად თვითგანვითარებაზე არიან ორიენტირებულნი და სამომავლოდ მეტი წარმატების იმედი გვაქვს.“

საჩხერის მუნიციპალიტეტის ცხამის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი გულიაშვილი:

„მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ, მაგრამ წლის განმავლობაში მრავალი მიღწევა გვქონდა. მოსწავლეები მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან, საინტერესო ღონისძიებებში წარმატებით ასპარეზობენ და სკოლის სახელს ღირსეულად წარმოაჩენენ. 2 ახალგაზრდას წარჩინებული სწავლისთვის კომპიუტერი გადაეცემა, ამასთან წელს 2 ოქროსმედალოსანი გვყავდა. რამდენიმე პედაგოგმა გარე დაკვირვების გაკვეთილი წარმატებით ჩაატარა და ახლა შედეგებს ველოდებით.“

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქოსალარი საჯარო სკოლის დირექტორი აინა გარაგაშევა:

„საბაზო სკოლა ვართ, თუმცა ფორმალური და არაფორმალური განათლების მრავალფეროვნებას არ ვუჩივით. კვალიფიციური პედაგოგები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო გარემო შეუქმნან და წინსვლის მოტივაცია აუმაღლონ. ყველა მნიშვნელოვან თარიღს საინტერესო ღონისძიებებით აღვნიშნავთ და არასასკოლო შემეცნებით-სპორტულ აქტივობებშიც წარმატებით ვმონაწილეობთ.“

მარნეულის მუნიციპალიტეტის დიდი მუღანლოს საჯარო სკოლის დირექტორი მუსა იუსიფოვი:

„2018-2019 სასწავლო წელი მრავალფეროვნად და საინტერესოდ წარიმართა. ჩვენმა ბავშვებმა აკადემიურ ცოდნასთან ერთად სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობით მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღეს და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს წინსვლის კუთხით. ყველა კლასში გვყავს ათოსანი მოსწავლეები, 2 ახალგაზრდა წარჩინებული სწავლისთვის ლეპტოპით დაჯილდოვდა, ფრემბურთში ბრინჯაოს მედლის მფლობელები ვართ, აქტიურად ვეხმიანებით ყველა მნიშვნელოვან თარიღს, ჩატარებული ღონისძიებებიდან 9 აპრილისადმი მიძღვნილ საღამოს გამოვყოფდი. თავად გეოგრაფიის პედაგოგი ვარ, ჩემს კოლექტივთან ერთად პროფესიულ განვითარებაზე მუდმივად ვზრუნავ და სულ მალე უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას ველოდები.“


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება