სიახლეები
ეტალონი

''ეტალონი თბილისის'' პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა
24-04-2017
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ''ეტალონი''-ს ფარგლებში პროექტ ''ეტალონი-თბილისის'' პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა.

პრეზენტაციაზე ''ეტალონის'' ავტორმა და წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა, ინტელექტ-ჩემპიონატის სტრუქტურაზე, ვადებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.  

გოჩა ტყეშელაშვილის თქმით, თბილისის სკოლების მოსწავლეებს აქვთ საშუალება, ინტელექტ-ჩემპიონატში ჩაერთონ:

''პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ თერთმეტი წლის განმავლობაში ეს პროექტი არა მარტო შეიყვარა საქართველოს მოსახლეობამ, არამედ თითოეულის ცხოვრების ნაწილი გახდა. ამაზე მეტყველებს სტატისტიკა. თბილისის მოსახლეობას, ნებისმიერი სოციალური ფენის მოსწავლეს აქვს საშუალება, რომ ამ პროექტში ჩაერთოს, ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ საჯარო სკოლების იმ ოჯახის მოსწავლეებზე, რომლებიც საშუალო სოციალურ ფენას მიეკუთნებიან. ყველას აქვს საშუალება, ჩაერთოს ''ეტალონის'' ტესტირებებში, გაიაროს პირველი ეტაპი და მათ შორის საუკეთესოები - თბილისის თითოეული რაიონიდან 100 მოსწავლე მოხვდეს აქ, ეროვნულ მუზეუმში, სადაც გამოვლინდება თბილისის ათი საუკეთესო, ''ეტალონი მოსწავლე''. მათ საშუალება ექნებათ, ბათუმში ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალში მიიღონ მონაწილეობა.''  

ქალაქ თბილისის მერის მოადგილის ნინა ხატისკაცის თქმით, ''ეტალონი'' მოსწავლეებისთვის ინტელქტის გამოვლენის საუკეთესო საშუალებაა და მერიისთვის ასეთი პროექტის ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია:

''ეტალონი'' ქართული პროექტია, რომელსაც ყველა ძალიან კარგად ვიცნობთ. თბილისის მერია ბოლო წლებია ამ პროექტის განუყოფელი ნაწილია, რადგან თბილისის კონკურსების ფინანსურ მხარდაჭერას სწორედ ჩვენ ვახორციელებთ. ჩვენთვის თითოეული თეთრი, რომელიც ამ პროექტში იხარჯება, არის მიზნობრივად სწორად გათვლილი იმიტომ, რომ ჩვენი ახალი თაობა მერვე კლასიდან დაწყებული მეთერთმეტე კლასის ჩათვლით, ამ პროექტში მიიღებენ მონაწილეობას. ეს არის საუკეთესო საშუალება თითოეული ბავშვის ინტელექტის გამოვლენის, მათი მომავალი ცხოვრებისთვის მომზადების. ეს არის უდიდესი გამოცდილება და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი მასშტაბური, ათასობით ჩართული ბავშვი ასეთ გამოცდილებას იღებს, შეიმეცნებს კიდევ უფრო მეტს და, რა თქმა უნდა, თავის მომავალი კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს გაივლის. ჩვენთვის ასეთი საგანმანათლებლო პროექტების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია.''  

თბილისის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ აღნიშნა, რომ მერიამ გაითვალისწინა ახალგაზრდების თხოვნა პროექტის განახლებული სახით დაბრუნების თაობაზე:

''ახალგაზრდების მხრიდან ძალიან დიდი თხოვნა იყო, რომ ეს პროექტი განახლებული სახით დაბრუნებულიყო ქალაქში. შესაბამისად, ჩვენ შევიმუშავეთ განაცხადის ფორმა და მაქსიმალურად ხელი შევუწყვეთ, რომ ეს პროექტი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო თბილისის ყველა სკოლისთვის.'' 

ღონისძიებას  თბილისის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები და სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სკოლებში ''ეტალონის'' შესარჩევი ტურები უკვე დაიწყო. კონკურსი ორ ეტაპად იმართება. პირველი ეტაპი - ტესტირება - ტარდება სკოლებში, რომლის შედეგადაც გამოვლინდება მეორე ეტაპზე გადასულ მონაწილეთა ვინაობა. ხოლო მეორე ეტაპზე 10 ღონისძიება - კონკურსი გაიმართება - თბილისის 10 რაიონის სკოლებისთვის (ყველა რაიონისთვის ცალ-ცალკე). მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები ე.წ. ლაივ რეჟიმში შეეჯიბრებიან ერთმანეთს და თითო რაიონიდან თითო გამარჯვებული - ''ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდება. 

''ეტალონი'' 2016-2017-ის გრანდიოზული ფინალი ზაფხულის დასაწყისში ბათუმის მერიის ინიციატივით ქ. ბათუმში გაიმართება, სადაც საზეიმო ვითარებაში „საქართველოს ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდება.   

„ეტალონი-თბილისი“ ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანასური მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პარტნიორობით მიმდინარეობს.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
დირექტორობის 210 კანდიდატი გასაუბრებაზე დღეს გავა - კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო
მასწავლებლებისთვის დამხმარე სახელმძღვანელოს ახალი ვარიანტი შეიქმნა
ბაღების საყურადღებოდ - სამინისტრო ვადებს ასახელებს
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა პედაგოგმა თეა ყიფიანმა, ქორეოგრაფი კი მალხაზ კოხრეიძე გახლდათ
აღსანიშნავია, რომ „კინგსის“ ოლიმპიადის აქტიური მონაწილეა მე-3 კლასის მოსწავლე გოჩა ნონიაშვილი
მოსწავლეებმა შეასრულეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილი შინაარსიანი, საინტერესო და სხვადასხვა აქტივობით დატვირთული იყო
აქტივობას დაწყებითი სკოლის მასწავლებელი - საიდა კიარიმოვა ხელმძღვანელობდა
საინტერესო
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
სიახლეები
საზოგადოება