სიახლეები
სიახლეები

სემინარზე „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ რეგისტრაცია გამოცხადდა
24-04-2017
-
+


სემინარი 2017 წლის 8-9 მაისს, თბილისში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ( ე.წ. „მასწავლებელთა სახლში“. გლდანი, გმირ კურსანტთა ქ. N1) გაიმართება.

ორი დღის განმავლობაში პედაგოგები შეხვდებიან სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ურთიერთობებისა და განათლების ექსპერტებს.

სემინარის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ყველა საჯარო, თუ კერძო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის, გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგს.

რეგიონიდან ჩამოსული პედაგოგებისთვის უზრუნველყოფილი იქნება სასტუმროში განთავსება, სამჯერადი კვება, თბილისში შიდა ტრანსპორტირება (თბილისამდე და უკან ტრანსპორტირების ხარჯები არ ანაზღაურდება; სამივლინებო ცნობებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრი დაგიდასტურებთ ბეჭდით).

განაცხადები მიიღება 2017 წლის 1 მაისის ჩათვლით.

ადგილები შეზღუდულია. სემინარის მონაწილე პედაგოგები შეირჩევიან წარმოდგენილი სამოტივაციო წერილების საფუძველზე. გათვალისწინებული იქნება რეგიონული პრინციპი.

მონაწილეობის მსურველმა მასწავლებლებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე:

პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით ბმულს

რეგისტრაციისთვის იხ. ბმული 


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება