თიანეთის N2 სკოლის მოსწავლეები თანამედროვე ფიზიკის მიღწევებს გაეცნენ
24-04-2017
დაკოპირებულია
-
+
თიანეთის N2 სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები ფიზიკის მასწავლებლის დავით კოკორაშვილის ხელმძღვანელობით, სკოლის დირექტორთან ლ.ზატუაშვილთან და კლასის ხელმძღვანელთან მ. ქაჩლიშვილთან ერთად დაესწრნენ ნუგზარ მოსულიშვილის ლექცია-გაკვეთილს ფიზიკაში.
გაკვეთილი ჩატარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში განთავსებულ მასწავლებელთა სახლის ფიზიკის ლაბორატორიაში, რომელსაც ხელმძღვანელობს ნუგზარ მოსულიშვილი.
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეები გაცნობოდნენ თანამედროვე ფიზიკის მიღწევებს, დაეთვალიერებინათ ფიზიკის ხელსაწყოები, მიეღოთ მონაწილეობა ცდების ჩატარებაში და მოეხდინათ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ტრანსფერი.
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა