სიახლეები
ეტალონი

''ეტალონი'' ახალგაზრდებს ჩვენი ნიჭისა და ცოდნის გამოვლენის საშუალებას გვაძლევს'' - გოგი ჩაჩანიძე, ''ჭიათურის ეტალონი მოსწავლე''
21-04-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.

ამჯერად ''ჭიათურის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა. 

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ჭიათურის კულტურის ცენტრში ჩატარდა.  

ჭიათურის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ. 

ღონისძიებას ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე, ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ლალი კაპანაძე, გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნანა წერეთელი,  რესურსცენტრის უფროსი ნუგზარ მიროტაძე, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ.  

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა.  

''ჭიათურის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს ჭიათურის N1 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე, გოგი ჩაჩანიძე დაეუფლა.

''ჭიათურის ეტალონი მოსწავლე'' გოგი ჩაჩანიძე აღნიშნავს, რომ გამარჯვება ადვილად მოსაპოვებელი არ იყო:

''გამარჯვება ადვილი ნამდვილად არ ყოფილა, ძალიან გახარებული ვარ. ''ეტალონი'' ახალგაზრდებს გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი ნიჭი და ცოდნა გამოვავლინოთ. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.''

ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე აღნიშნავს, რომ ''ეტალონი'' მამულიშვილური საქმეა:

''ეტალონს'' ჩვენი მხარდაჭერა და გვერდში დგომა ყოველთვის ჰქონდა და მომავალშიც ექნება. ეს მართლაც გამორჩეული პროექტია ჩვენი ახალგაზრდების წასახალისებლად, მათი ბრძოლისუნარიანობის ამაღლებისთვის, ინტელექტუალად ჩამოყალიბებისთვის. როგორც ბატონ გოჩას უყვარს თქმა, ''ეტალონი'' მართალაც მამულიშვილური საქმეა და ასეთ პროექტებს თითოეული ჩვენგანი გვერდში უნდა დავუდგეთ. ჭიათურის ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართულები ''ეტალონში'', გუშინდელი დღეც ამის დადასტურება იყო. რაც უფრო მეტი განათლებული ახალგაზრდა გვეყოლება, ჩვენი ქვეყნის მომავალიც უკეთესობისკენ შეიცვლება და სწორედ ეს პროექტიც თანამონაწილეა ჩვენი მომავლი თაობის აღზრდაში.''

ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანლის ლალი კაპანაძის თქმით, ''ეტალონისა'' და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მეგობრობა ტრადიციად იქცა:

''უკვე ტრადიციად იქცა პროექტ ''ეტალონისა'' და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მეგობრობა. ჩვენი ბავშვები ყოველწლიურად მონაწილეობენ ამ პროექტში. ''ეტალონი'' ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის, იგი ხელს უწყობს ჩვენი მომავალი თაობის განათლებისა და ზოგადად ინტელექტის ამაღლებას. რაც შეეხება ღონისძიებას, ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან საკმაოდ ბევრი მოსწავლე მონაწილეობდა (81 მონაწილე). წარმატება მინდა ვუსურვო გამარჯვებულს, გოგი ჩაჩანიძეს. დარწმუნებული ვარ, რომ ფინალურ ღონისძიებაზეც გვასახელებს. რაც შეეხება ამ პროექტს, როგორც ავღნიშნე, ძალიან მნიშვნელოვანია/ წარმატებას ვუსურვებ და კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს. ჭიათურის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი სულხან მახათაძე, აქტიურად უჭერს მხარს ამ პროექტს, იგი გამგებლის რანგშიც დიდი გულშემატკივარი. მინდა აღვნიშნო, რომ იგი საქართველოში ერთადერთი გამგებელი იყო, რომელმაც გამგეობის მიერ წარმატებულ სტუდენტებზე სტიპენდია დააწესა. იმ მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ 91 ქულა და ზევით, დაენიშნათ ყოველთვიური სტიპენდია 100 ლარის ოდენობით. ეს პროგრამა დღესაც გრძელდება და მოხარული ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ გუშინდელი ღონისძიების მონაწილეებიც მომავალში ისარგებლებენ ამ სტიპენდიით.''

გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ნანა წერეთელმა აღნიშნა, პროექტი მოსწავლეებისთვის დიდი მოტივაციაა: 

''მოხიბლული ვარ ბატონი გოჩას ენერგიით, უნარებით და მისი ჯგუფის მუშაობით. შეთანხმებულად, მშვიდად და მოწესრიგებულად მუშაობენ. ბატონი გოჩა ''ეტალონს'', როგორც შვილს ისე ევლება თავს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამდენ ხანს შეინარჩუნა ეს პროექტი, რომელიც არ კარგავს აქტუალურობას. პროექტი ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დიდი მოტივაციაა მათთვის, რომ მეტი ცოდნა მიიღონ, მეტი წიგნი წაიკითხონ. მართალია, გამარჯვებული ერთია, მაგრამ ამ პროექტში მთავარია, მონაწილეობა. 

ჭიათურის რესურსცენტრის უფროსის ნუგზარ მიროტაძის თქმით, ''ეტალონი'' განათლების სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია:

''ამ პროექტში დასაწყისიდანვე ვარ ჩართული. მაშინ განათლების განყოფილებაში ვმუშაობდი. ერთ-ერთი მართლაც უსაყვარლესი პროექტია როგორც დიდებისთვის, ასევე ახალგაზრდებისთვის. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ჩვენი რაიონიდან 81 მოსწავლე მონაწილეობდა ღონისძიებაში. ეს არის პროექტი, რომელიც ახალგაზრდებს სწავლის მოტივაციას უზრდის, ცოდნის შეძენისკენ მოუწოდებს. ''ეტალონი''განათლების სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საგანმანათლებლო კუთხით თუ მივუდგებით, პროექტის შეფასება თითქმის შეუძლებელია.''

სვერის სკოლის დირექტორმა თამაზ ცუცქირიძემ აღნიშნა, რომ მისი სკოლის 2  მოსწავლე 9 უძლიერეს მონაწილეს შორის მოხვდა: 

''ღონისძიება საინტერესოდ ჩატარდა. შარშანდელთან შედარებით, განსხავებულად  წარიმართა. ჩემი სკოლიდან 2 მოსწავლე მონაწილოებდა და ორივე უძლიერეს ცხრა მონაწილეს შორის მოხვდა. მინდა აღვნიშნო, რომ შარშან ჩემი სკოლის მოსწავლე გახდა ''ჭიათურის ეტალონი მოსწავლე''.

''ჭიათურის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი გოგი ჩაჩანიძე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.   

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. ''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.  

პროექტის მხარდამჭერია დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია.

ფოტოების სანახავად გადადით ბმულზე

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
„X კლასი ჩემი საუკეთესოები!“, - ასე მოიხსენიებს მეათეკლასელებს სკოლის დირექტორი მარინა მაჭარაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება სახალისო იყო და რაც მთავარია, მშობლიური ენის სიყვარულსა და პატივისცემას აღვივებდა
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება