სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ჩვენი მიზანია 2022 წლისთვის მასწავლებლის ხელფასმა 1500 - 1800 ლარს მიაღწიოს“ - მიხეილ ბატიაშვილი
14-06-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ტყიბულისა და თერჯოლის დამსახურებულ პედაგოგებსა და სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს 2018-2019 სასწავლო წლის დასრულება მიულოცა, წარმატება უსურვა და განათლების რეფორმის დეტალები გააცნო.

„ძალიან სასიხარულოა, რომ ამ გამორჩეულ მხარეს 72 მედალოსანი ჰყავს. ეს არის უნიკალური შედეგი, რომელსაც თქვენი შრომით მიაღწიეთ. ყველა მოსწავლეს,პედაგოგსა და სკოლის წარმომადგენელს გილოცავთ სწავლის დასრულებას და წარმატებას გისურვებთ მომავალი ცხოვრების გზაზე. რეფორმები, რომელიც დღეს განათლების სისტემაში ხორციელდება უმნიშვნელოვანესია. იცით, რომ განათლება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ეს დადასტურებულია იმით, რომ ბიუჯეტის 25% განათლების სისტემის რეფორმირებაში დაიხარჯება. რესურსი მოხმარდება როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სკოლების მშენებლობას, ასევე პედაგოგებისთვის ხელფასების გაზრდასა და თანამდეროვე სასწავლო გარემოს შექმნას. ამ პროცესში პედაგოგის როლი უმთავრესია. სწორედ ამიტომ,სექტემბრიდან როგორც პედაგოგთა, ასევე სკოლის ადმინისტრაციის ხელფასი გაიზრდება და ეს ზრდა, ყოველწლიურად გაგრძელდება.

თქვენ იცით, რომ მთავრობა განსაკუთრებულად ზრუნავს საპენსიო ასაკის პედაგოგებზე. იმისთვის რომ თითოეული თქვენგანი იყოს დაფასებული სახელმწიფომ სპეციალური ჯილდო დააწესა - სურვილის შემთხვევაში საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგები მიიღებთ ორი წლის ჯამურ ხელფასსა და ჯანმრთელობის დაზღვევას მთელი ცხოვრების განმავლობაში. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ პედაგოგს, რომელსაც უდიდესი შრომა აქვს ჩადებული ბავშვების აღზრდაში. ვესაუბრე პედაგოგს, რომელიც 63 წელი ასწავლიდა მათემატიკას და არაერთი თაობა ჰყავს აღზრდილი. ჩვენ ასეთი არაერთი გვყავს და მადლობა თითოეულ თქვენგანს გაწეულია მაგისთვის.

რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის კუთხით განსახორციელებელი ნაბიჯებიც. ამ მიზნით, მხოლოდ წელს, ბიუჯეტი 300 მილიონით გაიზარდა. ზრდა ყოველწლიურად განხორციელდება და თანხები ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად, ხელფასების გაზრდასა და სკოლების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას მოხმარდება. პედაგოგის პროფესია უნდა გახდეს პრესტიჟული, ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული და მაღალანაზღაურებადი. ამიტომ, ჩვენი მიზანია 2022 წლისთვის მასწავლებლის ხელფასმა 1500-1800 ლარს მიაღწიოს, რადგან ჩვენი შვილების აღზრდა თქვენს ხელშია და ეს უმთავრესია. რეფორმების კუთხით წელს საკმაოდ აქტიური ზაფხული გვექნება. სულ მალე ბევრ სიახლეს გპირდებით და ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს - განათლების კუთხით საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყნა გახდეს“, - მიმართა მინისტრმა პედაგოგებს.


კომენტარები


სკოლები
სკოლის აღსაზრდელები კონფერენციაზე თემით - შოკოლადის ქიმია წარდგნენ
საჯარო სკოლებში თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს - სამეურვეო საბჭოს არჩევნები მიმდინარე წლის 17 ივნისს გაიმართა
ნინო მაზიაშვილმა კურსის ფარგლებში შეისწავლა დებატების ხელოვნება
კონკურსი ღვთისშვილთა კავშირის ორგანიზებით ჩატარდა
 
 
 
 
 
 
 
 
 
ექსკურსიის მიზანი იყო ისტორიული ძეგლების მონახულება და მოსწავლეებში სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარება.
სიახლეები
ტესტების პასუხები და შეფასების სქემები გამოქვეყნდება შედეგებთან ერთად
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უკვე გამოაქვეყნა გამოცდებზე გამოყენებული ტესტები
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ტერიანის კულტურის ცენტრი“ 2001 წელს დაარსდა
საინტერესო
დიეტოლოგები ასახელებენ პროდუქტებს, რომლებსაც ბავშვებისთვის სასარგებლოდ შეცდომით ითვლება
კომფორტული გარემო მოსწავლეებთან თანამშრომლობითი ატმოსფეროს შექმნით, ურთიერთობის და ურთიერთგაგების აწყობის საშუალებას იძლევა
ამის გასარკვევად ფოტოგრაფმა ჰანა ვაიტეიკერმა მსოფლიოში იმოგზაურა, რათა ჩვენთვის ეჩვენებინა თუ როგორ საუზმობენ ბავშვები პლანეტის სხვადასხვა ნაწილში
ვის თუ არა მამას, ასეთ ძლიერსა და ყოვლისშემძლეს, შეუძლია იყოს სამაგალითო და ბავშვი სასარგებლო ჩვევებს და ცხოვრების ჯანსაღ წესს მიაჩვიოს?
პიროვნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს
ეტალონი
განათლებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის
„არემჯი“ ორი წელია „ეტალონის“ მხარდამჭერი და ინტელექტ-ჩემპიონატის მეგობარი კომპანიაა
2018-2019 სასწავლო წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალური ღონისძიება საზეიმოდ დასრულდა
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობდა
მონაწილეები  მოსალოდნელ გამარჯვებებზე და შეგრძნებებზე გვესაუბრნენ.
საზოგადოება