სიახლეები
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლაში სწავლის მიწურულს აქტივობა არ წყდება
13-06-2019
-
+


სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, ყვარლის N2 საჯარო სკოლაში კი აქტიური ცხოვრება არ წყდება. მეთერთმეტე კლასში ჩატარდა პროექტი გაკვეთილი მეტად საინტერესო სათაურით: „დამშვიდობება ფიზიკასთან“ (უფროსი მასწავლებელი ლეილა ქოჩორაშვილი ).

ეს იყო ძალიან კარგად დაგეგმილი და წარმართული სასწავლო პროცესი,რომლის მთავარი მიზანი მოსწავლეთა საჭიროებების განვითარება გახლდათ. გაკვეთილი ჩატარდა ჯეოკლასში, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოძიებული ვიდეომასალები, საინტერესო პრეზენტაციები, დაისვა სააზროვნო კითხვები და მოვისმინეთ არგუმენტირებული პასუხებიც.

ყველაზე ნაკლებად გაკვეთილზე მასწავლებელი საუბრობდა, ძირითადად, მუშაობა წარმართეს ჯგუფებად დაყოფილმა მოსწავლეებმა.  ქალბატონმა ლეილამ მოახერხა, რომ თითოეული ბავშვი შეძლებისდაგვარად ყოფილიყო ჩართული მუშაობაში და არავის მისცა საშუალება, მხოლოდ გაკვეთილზე დასწრებით შემოფარგლულიყო. ამას კი იმით მიაღწია, რომ გაკვეთილი დატვირთა თანამედროვე მეთოდებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით.

დიახ,ფიზიკა რთულია, მაგრამ პედაგოგის პროფესიონალიზმმა, თავმდაბლობამ და საკუთარი აღსაზრდელების სიყვარულმა მოსწავლეებსაც შეაყვარა საგანი და ეს ყველაფერში იგრძნობოდა. გაკვეთილის შეფასებისას ამ საკითხს განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი დამსწრე მასწავლებლებმაც.

მართალია, მეთერთმეტე კლასელები ფიზიკას დაემშვიდობნენ, მაგრამ სტანდარტული ცოდნის გარდა, მათ ლეილა მასწავლებლის გაკვეთილებზე შეიძინეს ის ცოდნაც, რომელიც მომავალ ცხოვრებაში აუცილებლად დასჭირდებათ.ფიზიკა მუდამ გაჰყვებათ თან.

ყველაზე სასიამოვნო კი გაკვეთილის ბოლოს მოხდა: სკოლის დირექტორმა გამორჩეულ კლასს გამორჩეული საჩუქარი გაუკეთა- ექსკურსია ილუზიების მუზეუმში.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება