თბილისის N122 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ პედაგოგს ემოციურად დაემშვიდობნენ
თბილისის N122 საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა.IV ბ კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ და ლამაზი ღონისძიებით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე.
ნიჭიერმა ბავშვებმა საღამო კოსტუმირებული დადგმით, სიმღერებითა და ცეკვებით გაახალისეს.
მათ საყვარელ პედაგოგს გაცემული ცოდნისა და ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადეს და პირობა მისცეს. რომ მის იმედებს ყოველთვის გაამართლებენ.
იხილეთ ფოტოები