სიახლეები
სკოლები, სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლა

გეზათის სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მრავალფეროვანი ღონისძიებებით გამოირჩეოდა
20-04-2017
-
+


გეზათის სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა. 

მასში აქტიურად იყვნენ ჩართული სახელმწიფო ენის კათედრის წევრები (კათედრის თავჯდომარე ქეთევან ვეკუა), დამრიგებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები. კვირეული ძირითადად  რევაზ ინანიშვილის შემოქმედებას მიეძღვნა (რადგან 2017 წელი რევაზ ინანიშვილის საიუბილეო წლად არის გამოცხადებული).

კვირეული კალიგრაფთა კონკურსით გაიხსნა -  ''ვწერთ რევაზ ინანიშვილის შემოქმედებას''. კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეთა ნაწერები, სკოლის დერეფანში განთავსებულ დაფაზე გამოიფინა.

კვირეულის მეორე დღეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ღია გაკვეთილები ჩატარდა. I კლასში ღია გაკვეთილი მასწავლებელმა ზაირა რევაზიშვილმა ჩაატარა, III კლასში - მასწავლებელმა ირმა ჯიბლაძემ, VII კლასში - მასწავლებელმა ქეთევან ვეკუამ, IX კლასში - მასწავლებელმა ლოლა ქურასბედიანმა. გაკვეთილებს სახელმწიფო ენის კათედრის წევრები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.

კვირეულის მესამე დღე პოეზიის საღამოს დაეთმო. I-IV კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლექსები თემაზე ''გაზაფხულდა, გული მღერის'' (დამრიგებლები: ზაირა რევაზიშვილი, ირმა ჯიბლაძე, ლანა ცომაია) V-IX კლასის მოსწავლეებმა კი წაიკითხეს ლექსები თემაზე ''სამშობლო ჩემი გულის ფეთქვაა'' (დამრიგებლები - იზაბელა გაბუნია, ირმა ჭანტურია, ქეთევან ვეკუა, ელიკო შუბლაძე, ლოლა ქურასბედიანი).

კვირეულის მეოთხე დღეს რევაზ ინანიშვილის მოთხრობების საჯარო კითხვა მოეწყო. V-IX კლასის მოსწავლეებმა ხმამაღლა, გამართულად და გამომეტყველებით წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის მოთხრობები.

კვირეულის მეხუთე დღეს პროექტის ''კითხვის საათის''-ის ფარგლებში (პროექტის ხელმძღვანელი სოფიო ჯიბლაძე), რევაზ ინანიშვილის მოთხრობების მიხედვით პერსონაჟების ილუსტრაციების გამოფენა მოეწყო.

კვირეულის დასასრულს სკოლის ბიბლიოთეკარის სოფიო ჯიბლაძის ორგანიზებით, მოსწავლეთა კონფერენცია ჩატარდა თემაზე: ''ჩვენი მდიდარი მემკვიდრეობა''. მასში VII-IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ წაიკითხეს თემები: ''რა ენა წახდეს'' - მომხსენებელი VII კლასის მოსწავლე იზოლდა ბოკერია. ''შენ, რომელიც მარად მზეებრ გვინათ'' - მომხსენებელი IX კლასის მოსწავლე ლია ფირცხელავა. ''უკვდავი სიტყვა სიყვარულისა'' - მომხსენებელი IX კლასის მოსწავლე ქეთევან გაბუნია. ''ხალასი ნიჭის შემოქმედი''  - მომხსენებელი VIII კლასის მოსწავლე მარიამ გაბუნია. ''ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების მცირე ანთოლოგია'' - მომხსენებელი VIII კლასის მოსწავლე ანი ფირცხალავა, ''ღმერთთან სიახლოვე აკაკი წერეთლის შემოქმედებაში'' - მომხსენებელი VIII კლასის მოსწავლე თემურ გოგავა, ''მამებისა და შვილების ურთიერთობა რევაზ ინანიშვილის შემოქმედებაში'' - მომხსენებელი VII კლასის მოსწავლე ანდრია ფირცხელავა.  

VIII კლასის მოსწავლეებმა კედლის გაზეთი ''ლურჯა ცხენები'' გამოსცეს (რედაქტორი ანი ფირცხალავა). გაზეთში ქართული ენის დღის წარმოშობასა და მნიშვნელობაზე დაიწერა. მოსწავლეებმა საინტერესოდ გააშუქეს ქართული ენის კვირეულის დღეების მიმდინარეობა.

კვირეული მაღალ დონეზე შეაფასა სკოლის დირექციამ. კვირეულში აქტიური ჩართულობისათვის, კლასები ქების სიგელებით დაჯილდოვდნენ, ხოლო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს ქეთევან ვეკუას და ლოლა ქურასბედიანს, შესაბამისი ბრძანებით მადლობა გამოეცხადათ.


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
მეთორმეტეკლასელებს სამი საგნის ექსპერტები შეხვდებიან - დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
წიგნის სიყვარულის გაღვივების და ინტერესის გაჩენის მიზნით სკოლა ამ დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა სახის აქტივობით უერთდება
ღონისძიების ორგანიზატორი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი/ეკოკლუბის ხელმძღვანელი ლია რამიშვილი გახლდათ
​აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება