მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ერთიანი კონცეფცია - ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე აერთიანებდა.
შესაბამისად, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ღონისძიების ყველა აქტივობა ცოდნის გაზიარების მნიშვნელობაზე იყო დაფუძნებული.
ღონისძიების ფარგლებში, ახალციხის საჯარო სკოლების მოსწავლეები, თემაზე -„საქართველოს დაცული ტერიტორიები“ პრეზენტაციებით წარსდგნენ.
ახალციხის №5 საჯარო სკოლის მე-9 დ კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი მაია თათეშვილი): ნათია ზაზაძემ, გვანცა ბალახაშვილმა, მარიამ კოჟორიძემ, ანუკი გიგოლაშვილმა და ანა ხომასურიძემ გააკეთეს პრეზენტაცია საქართველოს წითელი ნუსხის შესახებ. მოსწავლეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადასცეს.
იხილეთ ფოტოები: