მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მარელისის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა წიგნი - „ლექსად ნათქვამი“ შექმნეს და სკოლის ბიბლიოთეკას უსახსოვრეს.
„პრეზენტაცია თვითონ წარმართეს, წაიკითხეს ქართული სულით გაჯერებული ჩვენი პოეტური მარგალიტები და კიდევ ერთხელ დაგვანახეს ნიჭიერების და კრეატიულობის ძალა.
პედაგოგმა ირინა კუპატაძემ პატარებთან ერთად ჩატარებულ საქმიანობაზე ისაუბრა და მომავალში უფრო მასშტაბურ პროექტებს დაგვპირდა.
მადლობა ირინა მასწავლებელს, მეხუთე კლასის მოსწავლეებს და მათ საუკეთესო დამრიგებელს ვაჟა გიორგაძეს საინტერესო და ლამაზი დღისათვის. წარმატებები“,-ნათქვამია მარელისის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები