ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მასწავლებლებმა პედაგოგებს შორის გამართულ ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს
12-06-2019
დაკოპირებულია
-
+
მარტვილის მუნიციპალიტეტის, ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მასწავლებლებმა პედაგოგებს შორის გამართულ ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მასწავლებლებმა სპორტის თითქმის ყველა სახეობაში, მათ შორის, შაშში, ნარდში,მაგიდის ჩოგბურთში, მკლავჭიდში, ფრენბურთსა და კალათბურთში დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.
„საუკეთესო მოთამაშეები, საუკეთესო გულშემატკივრები, მადლობა ჩვენს მოსწავლეებს ყველაზე დიდი ოვაციების, აპლოდისმენტებისა და სიყვარულისთვის, საუკეთესოები ხართ ყველანი“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა