სიახლეები
სკოლები

ველისციხის საჯარო  სკოლაში სპორტის პედაგოგმა ლელა ლეკაშვილმა თემაზე - „ჯანსაღი   ცხოვრების წესი“ სამოდელო გაკვეთილი ჩაატარა
12-06-2019
-
+


გურჯაანის  მუნიციპალიტეტის, ველისციხის საჯარო  სკოლაში სპორტის პედაგოგმა ლელა ლეკაშვილმა გამჭოლი კომპეტენციის და ციფრული წიგნიერების მიმართულებით სამოდელო გაკვეთილი ჩაატარა.

გაკვეთილის თემა იყო - „ჯანსაღი   ცხოვრების წესი“. 

„გაკვეთილი  იყო  ძალიან  საინტერესო,  მოსწავლეების  ჩართულობა  იყო  ძალიან  დიდი.  ბავშვები  სამ  ჯგუფად  იყვნენ  დაყოფილები  და  თითოეულმა  ჯგუფმა  წარმოადგინა,  სხვადასხვა  მიმართულება  და  მთლიანობაში  შეკრეს  ჯანსაღი  ცხოვრებისთვის  ჯაჭვი.  მოსწავლეებმა  ისაუბრეს  დამოკიდებულების  სახეებზე,  განსაკუთრებითი  აქცენტები  გამახვილდა  ქიმიურ  დამოკიდებულებებზე.  მეორე  ჯგუფმა ისაუბრა  პირველადი  დახმარების  დროს  გასათვალისწინებელ  უმნიშვნელოვანეს  თეზისებზე,  და  განახორციელეს  სიმულაციური  ამოცანა.  ხოლო  მესამე  ჯგუფმა  შემგვთავაზა  მათ  მიერ  შემუშავებული  ლაშქრობის  მარშრუტის  გეგმა,  მოსწავლეებმა  ყურადღება  გაამახვილეს  გადაადგილების  უსაფრთხოებაზე  და  საგზაო  მოძრაობის  ნიშნებზე,  რომელიც  აუცილბლად  უნდა  გავითვალისწინოთ.  გაკვეთილი  იყო  სახალისო  და  საინტერესო,  მოსწავლეებთან  ერთად  დიდი  ყურადღებით  და  ინტერესით  ვისმენდით  შიდა  შეფასების  ჯგუფის  დამსწრე  პედაგოგებიც“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება