აღვის საჯარო სკოლაში პროექტი - „გავუთბოთ ერთმანეთს გულები“ განხორციელდა
12-06-2019
დაკოპირებულია
-
+
ცაგერის მუნიციპალიტეტის, აღვის საჯარო სკოლაში პროექტი - „გავუთბოთ ერთმანეთს გულები“ განხორციელდა.
პროექტი პირველი, მეორე და მესამე კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მარიკა ჩაკვეტაძის ხელმძღვანელობით, განახორციელეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტი მიზნად ისახავდა ღრმად მოხუცი, საწოლსმიჯაჭვული ავადმყოფების თანადგომასა და თანაგრძნობას.
„პროექტი წარმატებით დასრულდა. სკოლა მადლობას უხდის ხელმძღვანელს გულისხმიერებისთვის და წარმატებას უსურვებს თავის მოსწავლეებთან ერთად“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.