„ნუცას ბაღი“ ბავშვთა დაცვის დღეს მხიარული აქტივობით შეუერთდა
03-06-2019
დაკოპირებულია
-
+
„ნუცას ბაღი“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სახალისო, ენერგიული და მრავალფეროვანი ღონისძიებით შეუერთდა.
ნიჭიერმა პატარებმა მთაწმინდის პარკში გამართულ კონცერტზე მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და ორიგინალური გამოსვლით მაყურებლების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
„ნუცას ბაღი“ კი არაჩვეულებრივი შემოქმედებითი შემეცნებისა და კრეატიული მომავალი თაობის აღზრდისთვის დიპლომით დაჯილდოვდა.
აღსაზრდელებმა საყვარელ პედაგოგებთან ერთად საზეიმო თარიღი თანატოლებს მიულოცეს და მთელი მსოფლიოს ბავშვებს ფერადი ცხოვრება უსურვეს.