სიახლეები
სიახლეები

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
01-07-2019
-
+


2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დღეს 9 საათზე დაიწყო. აბიტურიენტებს რეგისტრაციის გავლა დილის 8 საათიდან შეეძლოთ.

გამოცდები მთელი საქართველოს მასშტაბით, 11 ქალაქის 23 საგამოცდო ცენტრში ტარდება. ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირებულია 41 000-მდე აბიტურიენტი.

მნიშვნელოვანია, რომ ყოველ გამოცდაზე აბიტურიენტი დროულად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით, რომელშიც მითითებულია თითოეული გამოცდის დრო და ადგილი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აპლიკანტები არ დაიშვებიან.

გამოცდები 2019 წელსაც ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ტარდება, რაც ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. გამოცდაში მონაწილე პირი დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე ნახულობს, პასუხებს კი პასუხების ფურცელზე ნიშნავს ან წერს. შეგახსენებთ, რომ წელს მცირედი ცვლილება შევიდა 4 საგნის (ქართული ენა და ლიტერატურა, ლიტერატურა, გეოგრაფია და უცხოური ენები) საგამოცდო ტესტში.

➡️იხილეთ ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი:

  • 1-2 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა;
  • 1 ივლისი (პირველი სესია) - აფხაზური ენა;
  • 1 ივლისი (პირველი სესია) - ოსური ენა;
  • 3-4 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ზოგადი უნარები;
  • 5 ივლისი (პირველი სესია) - მათემატიკა;
  • 5 ივლისი (მეორე სესია) - სტუდენტთა საგრანტო კონკურსი;
  • 8-9 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
  • 8 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა;
  • 8 ივლისი (მეორე სესია) - გერმანული ენა;
  • 8 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;
  • 10 ივლისი (მეორე სესია) - ქიმია;
  • 11 ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია;
  • 12 ივლისი (მეორე სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
  • 15 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია;
  • 16 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - გეოგრაფია;
  • 19 ივლისი (მეორე სესია) - სამოქალაქო განათლება;
  • 22 ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა;
  • 23 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა.
ასევე იხილეთ: 2019 წლის ეროვნული გამოცდების თითოეული საგნის მაქსიმალური, მინიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
სკოლები
საბა ცაბაძე თავისუფალი უნივერსიტეტის, ხოლო ქრისტინე გოგოლიძე კავკასიის უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტია
დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები ემოციური ღონისძიებით აღნიშნეს
მოსწავლეებმა აკუთარი ხელებით შექმნეს ფერადი სამაჯურები, რომელზეც სიმბოლურად გამოხატული იყო ფერადი წინდები
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება