სიახლეები
სკოლები

„ჩემი საქართველო აქ არის“- თბილისის N90 საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა
11-06-2019
-
+


თბილისის N90 საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება - „ჩემი საქართველო აქ არის“ გაიმართა.

IV 2 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ მაკა ხუჭუას ხელმძღვანელობით აუდიტორიას საინტერესო შემეცნებით-გასართობი აქტივობები  წარუდგინეს.

მოსწავლეებმა ეფექტურად გამოავლინეს თავიანთი შესაძლებლობები და განვითარების დონე. ისინი მთელი წლის განმავლობაში კითხულობდნენ კლასგარეშე ლიტერატურას, შეისწავლეს და გაეცნენ გამოჩენილი ქართველი მწერლების,  პოეტების, ისტორიული პირების - ვაჟა-ფშაველას, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის, ცხოვრება და მოღვაწეობა.

საკითხის ირგვლივ მოსწავლეებმა ვიქტორინაში მიიღეს მონაწილეობა, სადაც სხარტად პასუხობდნენ კითხვებს და ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ.

ისინი ჯგუფებად შემთხვევითობის პრინციპით განაწილდნენ და გუნდს სახელები თვითონ შეურჩიეს.

ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ მშობლებიც, რომლებიც ტექნიკური დახმარებას უწევდნენ ჯგუფებს.

შემეცნებითი ტურის ბოლოს მოსწავლეებმა კროსვორდები შეავსეს და თვალსაჩინოდ განათავსეს.

ღონისძიებაზე ბავშვებმა  მინი სპექტაკლი ვაჟა-ფშაველას „სათაგური“წარმოადგინეს,  ხოლო სკოლასთან არსებული ხალხური ცეკვის ანსამბლ „ბარველის“ მოცეკვავეებმა „მთიულური“ და „აჭარული“ შეასრულეს.

საღამოს დასასრულს, კლასის დამრიგებელმა, მაკა ხუჭუამ მოსწავლეებსა და მშობლებს სიტყვით მიმართა, ერთად განვლილი 4 წელი შეაჯამა და საყვარელ ბავშვებს წარმატებები უსურვა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება