სიახლეები
სკოლები

„ჩვენი დროის გმირები“ - მუქედის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
11-06-2019
-
+

ვანის მუნიციპალიტეტის მუქედის საჯარო სკოლაში პროექტი „ჩვენი დროის გმირები“ განხორციელდა.

აქტივობის მიზანი მოსწავლეებისთვის საამაყო ახალგაზრდების გაცნობა, ამავე სკოლის კურსდამთავრებულების გმირობისა და თავდადების დაფასება გახლდათ. 

მე-5, მე-6, მე-7 და  მე-10  კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით  პროექტი ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდა და ფინალი ლიტერატურულ - მხატვრულმა კომპოზიციამ მოიცვა ,  რომელიც აგებული იყო პოეტ ივანე კორძაძის და ამავე სოფლის მკვიდრის, შინდისის ბრძოლაში გმირულად დაღუპული ახალგაზრდა პოეტის, მიხეილ დვალიშვილის პოეზიაზე.

პროექტზე მუშაობა ეროვნული სასწავლო გეგმისა და პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების მოთხოვნების შესაბამისად წარიმართა.

თემაზე მუშაობის დროს მოსწავლეებს განუვითარდათ თანამშრომლობის, ინფორმაციის მოძიება-დამუშავების, მხატვრული კითხვის ტექნიკის ფლობის, აუდიტორიის წინაშე გამოსვლის, ორგანიზებულობისა და დროის ლიმიტის დაცვის უნარები.

მოსწავლეებში გაიზარდა ინფორმირებულობის დონე, ისინი ყოველთვის პატივისცემით მოიგონებენ ჩვენი დროის გმირებს, შინდისში გმირულად დაღუპულ მიხეილ(მიშიკო) დვალიშვილსა და ავღანეთში ნაღმზე აფეთქების შედეგად დაღუპულ ლავროსი(ლაშა) ივანიაძის სახელებს.

„ვფიქრობ, ამ ტიპის პროექტების განხორციელება აუცილებელია, რადგან მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ  გმირების ღვაწლის დაფასების უნარი,  დაღუპულებზე პატივის მიგებისა და საფლავთან დგომის წესები.

პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებას, ერთგული და ტოლერანტი მამულიშვილების ჩამოყალიბებას,“ - აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ხათუნა კორძაძემ.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები

ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო

საზოგადოება